"სულ სხვა შეგრძნებაა, როცა მაღაზიის რიგში დგახარ და უყურებ, ჩვენი ტექ გუნდის დანერგილი ტექნოლოგიით როგორ გაიმარტივეს ადამიანებმა გადახდის პროცესი”, — გიორგი მაევსკი, თიბისის სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.

დღეს მოგიყვებით თიბისის ტექ პროფესიონალებზე, რომლებმაც ტექნიკური სამუშაოები უმოკლეს ვადაში გაწიეს, იმისათვის რომ მომხმარებელს Google Pay-ით ესარგებლა. ამისთვის კი თიბისის გუნდს სულ რაღაც 3 თვე ჰქონდა.

გიორგი მაევსკის თქმით, სამი თვე ამ მასშტაბის პროდუქტის იმპლემენტაციისთვის ძალიან მცირე დროა, თუმცა, გუნდს ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა წარსულში, მსგავს პროდუქტებზე (TBC Wallet, Apple Pay) მუშაობის გამოცდილება.

Google Pay — ტექ სამუშაოები

როგორც გიორგი გვიყვება, თიბისის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ უკვე მზად იყო Google Pay-ს ინტეგრაციისთვის, მიუხედავად ამისა, პროცესის დაწყების შემდეგ გარკვეული სერვისების ცვლილება და გაუმჯობესება გახდა საჭირო. თუმცა ეს მას შემდეგ, რაც თიბისიმ Google Pay-ს დანერგვის მიზნით Scrum გუნდი შეკრიბა.

ფოტო: გიორგი მაევსკი, თიბისი

"როცა ეს პროექტი დღის წესრიგში დადგა, თიბისიში ცალკე ჩამოყალიბებული გუნდი არ არსებობდა და გადახდების ლიგაში, ფაქტობრივად, არსებული ტექ გუნდიდან ახალი გუნდი შევქმენით — Scrum გუნდი თავისი სისტემური ანალიტიკოსით, ტესტერით და ა.შ. ძალიან სწრაფად შევძელით ამ გუნდის შეკვრა. მე თიბისის ტოკენიზაციის პროექტების უმეტესობაში ვმონაწილეობდი, როგორც სისტემური ანალიტიკოსი და მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, შესაბამისად, ამ პროექტშიც მარტივად ჩავერთე", — ამბობს გიორგი მაევსკი.

ალბათ, გაინტერესებთ რა არის ტოკენიზაცია — ეს არის, ციფრულ საფულეში ბარათის დამატების პროცესი, რომელიც საქართველოში ვიზასა და მასტერქარდის სერვისების გავლით ხდება. სწორედ ამიტომ, გუნდის ჩამოყალიბებიდან მალევე, თიბისიმ ვიზასთან და მასტერქარდთან კომუნიკაცია და Google-ის დოკუმენტაციების გარჩევა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოციდლებაა ტექ-ში დასაქმებულისთვის. უშუალოდ Google კი მოგვიანებით, ტესტირების პროცესში ჩაერთო.

"ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მომხმარებელთა მოლოდინები ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში იყენებს".

ჩვენ შემთხვევაში, ბანკის მხარეს იმპლემენტაცია სრულად მოხდა. ჩვენ ვიყავით ძირითადი ტექ ძალა, რომელმაც ეს პროდუქტი შექმნა", — გიორგი მაევსკი.

გიორგი მაევსკი, დაახლოებით, 11 წელია, რაც თიბისიში მუშაობს და ამბობს, რომ ასეთ გლობალურ ფინანსურ პროდუქტებზე მუშაობის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბანკში, ან საპროცესინგო ცენტრში აქვთ, სადაც საბარათე თუ საგადახდო სისტემებთან აქვთ შეხება. ამ შემთხვევაში, ბანკი იყო ძირითადი ძალა, რომელმაც პროდუქტის დანერგვაზე იზრუნა.

გამოწვევები

გიორგის თქმით, სერვისების ცვლილების ნაწილში ყველაზე დიდი გამოწვევა ე.წ. Push provisioning იყო. ეს ის პროცესია, როდესაც მომხმარებელი ციფრული ბანკის აპლიკაციიდან ამატებს ბარათს ციფრულ საფულეში (ამ შემთხვევაში, Google Pay). ეს სამუშაოს ის ნაწილია, როცა გადახდების ლიგამ ციფრულ ლიგასთან ერთად აქტიურად იმუშავა.

"ძირითადი პლატფორმა, Core-ს რასაც ვუწოდებთ, გაკეთდა გადახდების ლიგაში. უშუალოდ დამხმარე ფუნქციონალი რაც არის, მაგალითად, ბარათის დამატება ციფრული ბანკიდან, ამაში დაგვეხმარა ციფრული ლიგა და საერთო ძალებით ეს ორი დიდი საკითხი დავფარეთ", — ამბობს გიორგი მაევსკი.

ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი, თეკო კეკელია, ამ პროექტზე მუშაობისას მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.

ფოტო: თეკო კეკელია, თიბისი

თეკოს თქმით, პირველ რიგში, Google-ის რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნების გაანალიზება იყო საჭირო. ეს პროცესი კი სხვა გუნდებთან გაერთიანებას მოითხოვდა, რათა ერთიანი ძალებით, პროდუქტი უფრო მოკლე დროში გაეშვათ.

"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური".

ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, Google-ის დასტურების მოლოდინი და შემდეგ სასიამოვნო ხმაური".

თიბისიში ტექნოლოგიების კუთხით მომუშავე ადამიანებმა მიიღეს Google-ის გლობალურ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველ გამოწვევად ითვლება.

"ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ტექ მიმართლებაში მუშაობს, მინიმუმ ერთხელ მაინც მოუძიებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნიან და ნერგავენ პროდუქტებს Google-ში. ჩვენ უშუალოდ გავიარეთ ეს პროცესი და მივიღეთ კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება თიბისის ტექ გუნდთან ერთად", — ამბობს თეკო.

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის პროცესი

თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მოტივაცია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. როგორც თეკო კეკელია ამბობს, გუნდმა კარგად იცოდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ერთგვარ “ტკივილგამაყუჩებელ” პროდუქტს ქმნიდა, მას უამრავი ადამიანი გამოიყენებდა და გუნდი გაწეული შრომის შედეგს მალე დაინახავდა. ეს კი მათთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო.

იონა ბართიშვილი, თეკო კეკელია და გიორგი მაევსკი

ფოტო: თიბისი

გუნდი და მოტივაცია

სამუშაო პროცესი სინქრონული და ერთსულოვანი იყო , შესაბამისად დარწმუნებულები ვიყავით, რომ შედეგს დავდებდით", — თეკო კეკელია.

თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ანდროიდ დეველოპერის, იონა ბართიშვილისთვის Google Pay-ს ციფრულ ბანკში ჩაშენებაზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი იყო თიბისიში, რომლის მონაწილეც ყოფილა:

ფოტო: იონა ბართიშვილი, თიბისი

"ძალიან დიდხანს თვითონაც ველოდებოდი ამ პროდუქტის შემოსვლას საქართველოში და ძალიან ვგულშემატკივრობდი... მოგვიანებით კი, უშუალოდ მე რომ მომიწია ამ პროდუქტის დანერგვაზე მუშაობა, ძალიან მაგარი და საინტერესო გამოცდილება იყო".

იონამ GPay-ს აპლიკაციაში იმპლემენტაცია უზრუნველყო, გარდა ამისა, მონაწილეობდა გამოწვევების, პრობლემების გადაჭრაში და ციფრულ ბანკში UX-ის აწყობაში. როგორც ამბობს, მისთვის ეს საუკეთესო ეჯაილური გამოცდილება იყო.

მგონია, რომ დეველოპერები სწორედ ასეთ სიტუაციას ვეძებთ ყველა პროდუქტზე მუშაობისას".

"ამ პროდუქტზე მუშაობის პროცესი ადაპტირებადი იყო, მარტივად შეგვეძლო ცვლილებების განხორციელება. ეჯაილურად, ეს პროექტი იყო ყველაზე იდეალური, რადგან კომუნიკაცია გვქონდა ძალიან სწრაფი, პროდუქტიული და შეთამაშებული ვიყავით ერთამენთთან, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენგანი პირველად ვმუშაობდით ერთად. თუმცა ამ მიზანმა გაგვაერთიანა და მარტივად შევეწყვეთ ერთმანეთს", — გვიყვება იონა.

საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად თიბისის გუნდები გაერთიანდნენ და ეფექტიანი კოორდინაციის პირობებში, გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში შეძლეს. შედეგიც სახეზეა — როგორც ამბობენ, დღეისათვის, საქართველოში Google Pay-ზე მიბმული ბარათების უმეტესობა თიბისის მომხმარებლებს ეკუთვნით.