მეცნიერებმა მეტალური ნაერთების ახალი ოჯახი შექმნეს
უწყების თანახმად, ჩინეთში მეცნიერთა გუნდმა მეტალური ნაერთების ახალი კლასი შექმნა. ეს ნივთიერებები უნიკალური თვისებებით ხასიათდება, რომლებიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებისათვის შესაფერისი შეიძლება აღმოჩნდეს.
მკვლევრებმა ევროპიუმის, ტერბიუმისა და გადოლინიუმის გამოყენებით პოლიმეტალური კომპლექსები შექმნეს. ჩამოთვლილი ქიმიური ელემენტები იშვიათ მიწათა ელემენტების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ჯამში 15 მეტალს აერთიანებს.
ამ ლითონების წყალობით მიღებულმა ნაერთებმა საკმაოდ მრავალფეროვანი, მიმზიდველი თვისებები შეიძინა: ფლუორესცენციის უნარი და უჩვეულო მაგნიტური მახასიათებლები, რომლებიც მნიშვნელოვანი ტემპერატურული ცვლილებებისა და კონტროლის პოტენციალს იძლევა.
საგულისხმოა ისიც, რომ ნაერთები სხვადასხვანაირი გეომეტრიული კომპონენტისგან შედგება, ამიტომ საკმაოდ ფრთხილი კოორდინირებაა საჭირო.
მათ შესაქმნელად მეცნიერებმა ჰიდროლიზი გამოიყენეს — პროცესი, რომლის დროსაც ნივთიერებებს წყლის მეშვეობით შლიან. მათ ლანთანოიდები ლიგანდის, სახელად ტრიცინის, შემცველ აბაზანაში დაშალეს, რათა ამ ნივთიერებას მიღებული კლასტერების სტაბილიზებაში შეეწყო ხელი.
შედეგად განსხვავებული თვისებების მქონე სამი ნანოკლასტერი წარმოიქმნა. ევროპიუმზე დაფუძნებული კლასტერი წითელ ფლუორესცენციას გამოყოფდა, ხოლო ტერბიუმზე დაფუძნებული კი — მწვანეს. მესამე, გადოლინიუმის, კლასტერი სამომავლოდ მაგნიტურ გაგრილებაში შეიძლება გამოვიყენოთ.
მეცნიერები გეგმავენ, ამ კლასტერთა პრაქტიკული გამოყენების საკითხი უკეთ შეისწავლონ. მათი ამჟამინდელი ნაშრომი ჟურნალ Polyoxometalates-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები