ადამიანის ტვინის ევოლუცია — შემთხვევითობა, რომელმაც მილიონი წლის წინ ყველაფერი შეცვალა
მილიონი წლის წინ გენომის შემთხვევითმა ცვლილებამ, შეიძლება თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.
ახალი კვლევა განმარტავს, იმას თუ რატომ შეიცავს ადამიანის დნმ სპეციალურ სექციებს, რომლებიც უნიკალურია ჩვენი ტვინისთვის და სხვა არსებებში არ გვხვდება. ამას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.
ადამიანის დნმ-ის ამ მონაკვეთებს ეწოდება "აჩქარებული რეგიონები" (HAR). ისინი თითქმის 20 წლის წინ დოქტორმა ქეით პოლარდმა აღმოაჩინა. ახლა მან ახალი კვლევა ჩაატარა, რათა აღმოჩენის წარმომავლობა გაერკვია.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სტრუქტურულმა ვარიანტებმა განაპირობა გენომის განსხვავებულად ჩამოყალიბება ადამიანებში. ეს ასე არ მოხდა სხვა პრიმატების შემთხვევაში. ამან მოგვცა წარმოდგენა იმზაე, თუ როგორ შეიძლება წარმოშობილიყო HAR-ები", — განმარტა პოლარდმა განცხადებაში.
"ის თუ როგორ იკეცება გენომი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ ამ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნებისმიერი გენის აქტივობაზე", — აღნიშნულია კვლევაში.
ჯგუფმა მანქანური სწავლების მიდგომა გამოიყენა, რათა ადამიანისა და შიმპანზეების დნმ-ის თანმიმდევრობები შეედარებინა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ HAR-ების თითქმის 30 პროცენტი სრულიად განსხვავებულად იყო შენახული. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებს შესაძლოა მკვეთრი შედეგები მოჰყოლოდა.
"ამ სპეციფიკურმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა შექმნეს შესაფერისი გარემო HAR-ებისთვის, რათა სწრაფად განვითარებულიყვნენ ადამიანის წინაპარში. რაც შეეხება სხვა პრიმატებს, ცვლილებები აღარ მოხდა", — თქვა პოლარდმა.
ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ტვინის განვითარებაში. თუმცა, ზუსტად როგორ შეუწყო ხელი ამან ადამიანის ტვინის ევოლუციას, ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. ერთი რამ ფაქტია, კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევითობას ბევრი რამ უნდა შეეცვალა.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები