FDA-იმ გენმოდიფიცირებული სოსისი დაამტკიცა
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახლახან გენმოდიფიცირებული ღორის სოსისის მოხმარებას მწვანე აუნთო. ეს კი გენმოდიფიცირებულ სოსისებს ნიშნავს.
აღნიშნული პროდუქტი ორი წლის ღორების ხორცისგან შეიქმნა. ღორები გენეტიკურად მოდიფიცირებული იყვნენ. პროექტს ვაშინგტონის სახელმწიფო უნიერსიტეტის მოლეკულური ბიომეცნიერების პროფესორი, ჯონ ოტლი ხელმძღვანელობდა. მკვლევრებმა CRISPR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ხორცის ხარისხი და გამძლეობა გააუმჯობესეს.
"მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა შექმნას პრეცედენტი ფედერალურ მარეგულირებლებთან თანამშრომლობით. ამით გენმოდიფიცირებულ ცხოველებს კვების ჯაჭვში შევიყანენ. ამ პროცესის გავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია", — თქვა ჯონ ოტლიმ.
ექსპერტების თქმით, FDA-ის მიერ მსგავსი სოსისების დამტკიცება გენმოდიფიცირებული საკვების განვითრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გენმოდიფიცირებული სოსისი პირველად WSU-ს ხორცის ლაბორატორიაში გადამუშავდა. შემდეგ პროდუქცია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა შეამოწმა.
ოტლი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მათი გენმოდიფიცირებული ღორები — და, რა თქმა უნდა, შესაბამისი სოსისები, კვების სისტემას უკეთესობისკენ შეცვლიან.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია FDA-ის ნებართვა. ამით მსგავსი პროდუქციის კვებით ჯაჭვში შემოტანას შევძლებთ — ეს კი, ხორცის ხარისხს გააუმჯობესებს", — აღნიშნა ოტლიმ.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა გენმოდიფიცირებული საკვების მიმართ. ოტლი იმედოვნებს, რომ მსგავსი კვლევები და რაც მთავარია მარეგულირებლების მიერ გაცემული ნებართვა, გარკვეული დეზინოფმრაციის დაძლევის საშუალებას გააჩენს.
"არსებობს ნდობა, რომელიც მოდის უნივერსიტეტზე დაფუძნებულ კვლევებზე. გვუსრს დავარწმუნოთ საზოგადოება და მარეგულირებლები, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ცხოველები ჯანმრთელები არიან და მეტიც, მათი ხორცი კარგია", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები