როგორ ეხმაურებიან რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას "ოცნებაში"
მმართველ პარტიაში უკვე გაკეთდა კომენტარები ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.
პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- ამ ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ.
- დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში შედიან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
- ასევე, გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
- მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
- "თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე", — წერია განცხადებაში.
- იქვე სერგეი ლავროვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპული მიდგომის შესაბამისია "ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად".
გამოხმაურებები: არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებისადმი კი უადგილოა.
- ქართული ოცნების დეპუტატმა მომხდარი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე პასუხის დაგვიანებას დაუკავშირა.
- "საქართველო ჯერ კიდევ 1 წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია, გამოიწვია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე", — განაცხადა მან.
- პუტინის გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობის "ოცნების" ხელისუფლებაზე დაკისრება გაუგებარია მაკა ბოჭორიშვილისთვისაც.
- მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთს სურს, ბარიერი შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს.
- "ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან", — თქვა მან.
- ოკუპანტი ქვეყნის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ნინო წილოსანი.
- "ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, უფრო მეტად გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები", — ამბობს ის.
- პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება ირაკლი ზარქუაც.
- "მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ უწევთ თავიანთი ოჯახებით, თავიანთი ახლობლებით აქ ჩამოსვლა ხან ერევნის გავლით, ხან აზერბაიჯანის ან თურქეთის გავლით. გარდა იმისა, რომ ეს მათთვის დისკომფორტია, ხარჯებთან იყო დაკავშირებული", — თქვა მან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ თავად ვლადიმერ პუტინმა აკრძალა.
- 2012 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, საქართველოს მოქალაქებს კი რუსეთში შესასვლელად სჭირდებოდათ.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, ნაწილმა აქ უძრავი ქონებაც შეიძინა და ბიზნესებიც დაირეგისტრირა.
- მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი რუსეთს სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, ოკუპანტი ქვეყანა კი ჩვენთან თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრობს.
რა ხდებოდა აქამდე: ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობა უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. თავად ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური პირებიც ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
- თუმცა 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- 14 აპრილს რუსეთის აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა.
- მაშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
კომენტარები