პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა — რა უნდა იცოდეთ
ფოტო: Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ თავად ვლადიმერ პუტინმა აკრძალა.
- 2012 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, საქართველოს მოქალაქებს კი რუსეთში შესასვლელად სჭირდებოდათ.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, ნაწილმა აქ უძრავი ქონებაც შეიძინა და ბიზნესებიც დაირეგისტრირა.
- მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი რუსეთს სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, ოკუპანტი ქვეყანა კი ჩვენთან თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრობს.
რა ხდებოდა აქამდე: ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობა უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. თავად ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური პირებიც ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
- თუმცა 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- 14 აპრილს რუსეთის აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა.
- მაშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
რა მოხდა ახლა: პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- ამ ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ.
- დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში შედიან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
- ასევე, გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
- ოკუპანტი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები თბილისში კვირაში 7 რეისს გეგმავენ.
- მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
- "თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე", — წერია განცხადებაში.
- იქვე სერგეი ლავროვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპული მიდგომის შესაბამისია "ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები