იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები — ახალმა საირმემ მიშლენის შეფებს უმასპინძლა
ახალ საირმეში შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსები დასრულდა. მასტერკლასებისთვის, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოში მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი ჩამოვიდნენ. თანამედროვე იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს 20-მდე მოქმედი მზარეული და შეფი გაეცნო. კურსი მთლიანად იტალიურ სამზარეულოზე იყო აგებული და მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს.
პროექტი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ DMO იმერეთთან პარტნიორობით განახორციელა.
ახალ საირმეში 27-29 აპრილს მასტერკლასები მატეო სივერომ გამართა. მიშლენის ვარსკვლავის მქონე ყველაზე ახალგაზრდა შეფმა მონაწილეებს მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები გააცნო.
მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი: "მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე, იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენდნენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციული იყო".
18-22 აპრილს კი ახალ საირმეში გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი გაიმართა. გამოცდილი შეფის ინტენსიური კურსი ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას მოიცავდა.
ჯოვანი ტუჩი, გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი: "საირმეში უკვე მეორედ ჩამოვედი და მოხიბლული ვარ კურორტით, რომელსაც არაჩვეულებრივი ბუნება აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიას ამ ინიციატივისა და შესაძლებლობისთვის, რომ იტალიური კერძების მომზადების ტექნიკები გავუზიარო ახალგაზრდა შეფებს. მასტერკლასების ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრადიციული და თანამედროვე იტალიური კერძის მომზადების ტექნიკები. ვფიქრობ, ეს ცოდნა და გამოცდილება მათ ძალიან გამოადგებათ მომავალში".
იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის თანადამფუძნებელი: "მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის. საქართველოსთვის უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ თავად მიშლენის შეფებმა გამართეს ტრენინგები და ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია იყო. იმ შეფებს, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს და უნიკალური გამოცდილება მიიღეს, შანსი მიეცათ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი".
მარიამ დევიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელი: "მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ. ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა "საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება".
იტალიელი შეფების მასტერკლასებთან ერთად, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალი საირმის შეფმა კახა ციკოლიამ, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.
ეს მასშტაბური პროექტი - იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები, რომლებიც ახალ საირმეში ჩატარდა, რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. მსგავსი აქტივობები საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით მომავალშიც გაიმართება.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, სუ-შეფი. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა, სასტუმროს ოთახების მართვა.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები