Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
ფოტო: საქართველოს ბანკი
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს?
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, რომლის მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. წესები უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდებათ პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევთ კუპონს, მიდიხართ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენთ — ასე იკვრება წრე.
პირველი წრე Dodonut-იდან იწყება
დოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაც შესაძლებელია. ამ წარმატებას კი შეკრული გუნდი და მისი წევრების დიდი ენთუზიაზმი განაპირობებს. ბრენდმა გაფართოება მალე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.
როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:
"საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც“.
გზა გრძელდება City Hikers-ისკენ
Dodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ დროს გელოდება — დილის ყავზე, შუა დღის ბრანჩსა თუ საღამოს განტვირთვისთვის ჭიქა ღვინოზე.
City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:
“ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად“.
ჩაერთეთ ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut
თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, იმავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.
ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას — გაიგეთ მეტი.
მონაწილეობა მარტივია:
- შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ;
- მიიღეთ პოსტერი: მიიღებთ სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს;
- უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ.
ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ განახლებადი რუკა. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდეთ მომდევნო სტატიებს და აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები