შეიმუშავეს წამალი, რომელსაც სმენის პრობლემების მოგვარება შეუძლია
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ შეიმუშავეს მოლეკულების ახალი ნაერთი, რომელსაც, დაკარგული სმენის აღდგენა შეუძლია. მათი თქმით, სმენის დაქვეითების "წმინდა გრაალს" მიაგნეს.
როგორც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია აღწერილი, მკვლევრებმა თაგვებში თმის უჯრედები ხელახლა გაზარდეს და ეს შიდა ყურში გენეტიკური გადაპროგრამებით.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათმა შრომამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს მომავალ კლინიკურ კვლევებს, რათა შეიმუშაონ მკურნალობა ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან სმენის პრობლემებს.
"ეს აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი კვლევების ისტორიაში ყურის შიდა თმის უჯრედების რეგენერაციის უნარი წმინდა გრაალი იყო. და აი ახლა, უკვე გვაქვს წამლისმაგვარი კოქტეილი, რომელიც მიდგომის მიზანშეწონილობას გვიჩვენებს", — ამბობენ კვლევის ავტორები.
თევზის, ფრინველის ან ქვეწარმავლის ზოგიერთი სახეობისგან განსხვავებით, ადამიანებს არ აქვთ თმის უჯრედების რეგენერაციის უნარი. ეს ბიოლოგიურ მიკროფონებს ჰგავს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხმის სიგნალების გადაცემაზე შიდა ყურიდან ტვინში.
ადრე ჩატარებულ კვლევაში, იგივე გუნდმა შეძლო სხვა ტიპის უჯრედების დაყოფა და თმის უჯრედების მახასიათებლების განვითარება. ეს უახლესი კვლევა ამას ეფუძნება, ოღონდ ამჯერად ახლად განვითარებული ქიმიური ნაერთების გამოყენებით.
მოლეკულების — "მცირე ჩარევის რნმ" (siRNA)-ის გამოყენებით, ჯგუფმა შეძლო იმ გენების მოშორება, რომლებიც შიდა ყურში თმის უჯრედების ზრდას თრგუნავენ.
"წარმოიდგინეთ ავტომობილის მუხრუჭი. თუ მუხრუჭები ყოველთვის ჩართულია, თქვენ არ შეგიძლიათ წინ წასვლა. ჩვენ ვიპოვეთ siRNA, რომელსაც შეუძლია ამ გენეტიკურ გზაზე მუხრუჭის მოხსნა", — განმარტავენ მკვლევრები.
რაც შეეხება შედეგებს, ახლად შემუშავებული წამლის ზრდასრული თაგვების შიდა ყურში მიწოდებით, თაგვებში თმის ახალი უჯრედების რეგენერაცია მოხდა. და როგორც ჩანს, ისინი სრულად მუშაობს.
მკურნალობის ადამიანებზე გამოცდამდე, მკვლევრები წამლის ტესტირებას მოზრდილ ცხოველებზე გეგმავენ.
თუ კვლევები წარმატებით ჩაივლის, ეს რევოლუციური იქნება და მას სმენის პრობლემების მქონე პირვებისთვის ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
კომენტარები