მეცნიერებმა მცენარეებს ფერომონების გამოყოფის უნარი შესძინეს — რას ნიშნავს ეს
”მომავალში, შეიძლება ვიხილოთ მცენარეებით სავსე სათბურები — რაც უზრუნველყოფს უფრო მწვანე, იაფ და მდგრად მეთოდს რთული მოლეკულების წარმოებისთვის.”
ფერომონები ქიმიკატებია, რომლებიც მოქმედებენ როგორც ფარული კომუნიკაციის საშუალება. ეს ორგანიზმებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ სიგნალები, მათ შორის — შეწყვილების.
პრესრელიზში, ნორვიჩის ერლჰემის ინსტიტუტის მკვლევრებმა თამბაქოს მცენარე მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნებად აქციეს — და ეს ყველაფერი ჩრჩილის სექსის ფერომონების გამოყენებით.
რაც მნიშვნელოვანია, საქმე გვაქვს სპეციალური მოლეკულების წამოებასთან და ეს გენების ინჟინერიის ზუსტი ტექნიკის გამოყენებით.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს გზები, რის მიხედვითაც შეუძლიათ სინთეზურად შეცვალონ მცენარეები. ეს მათ მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნებად აქცევს, რომლებსაც მხოლოდ მზის შუქი და წყალი სჭირდებათ.
"სინთეზური ბიოლოგია საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სპეციალური მცენარეები. ასეთ მცენარებს შესაბამის გენეტიკურ ინსტრუქციებს ვაწვდით და ისინი ახალი ბიოლოგიური მოლეკულების წარმოებას იწყებენ — როგორიცაა მედიკამენტები, ან ფერომონები", — თქვა დოქტორმა ნიკოლა პატრონმა, კვლევის ხელმძღვანელმა.
პროექტზე დოქტორი პატრონი ვალენსიის მცენარეთა მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად მუშაობდა.
"მცენარეები აწარმოებენ ბევრ ფერომონს, მაგრამ ისინი ვერ ვრცელდება. ჩვენი ახალი კვლევა იძლევა გენის ექსპრესიის საშუალებას, რაც ფერომონების გავრცელებას უწყობს ხელს", — ამბობენ მკვლევრები.
ჩრჩილების ფერომონები ხშირად ორი ან სამი მოლეკულის ნაზავია. კვლევის ფარგლებში კი, ჯგუფმა დააფიქსირა, რომ სპილენძის სულფატს შეუძლია აკონტროლოს გენები ისეთი სახეობების ფერომონების მიბაძვით, როგორიცაა ჭიპის ნარინჯისფერი ჭიები და ბამბის ჭიები. ეს კონკრეტული გენების უკეთესად გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
ქიმიურ პროცესებთან შედარებით რთული მოლეკულების შესაქმნელად მცენარეების გამოყენების უპირატესობა მისი დაბალი ღირებულებაა.
დოქტორი პატრონი აღნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ გვექნება მცენარეთა ქარხნებით სავსე სათბურები — უფრო მწვანე, იაფი და მდგრადი მოლეკულების წარმოებისთვის.
კომენტარები