მეცნიერებმა კალმარის კანის ქსოვილების შესაძლებლობები ადამიანის უჯრედებში გადაიტანეს
შექმნეს ადამიანის უჯრედები, რომლებსაც კალმარის უჯრედების შესაძლებლობები აქვთ
კალმარები და რვაფეხები ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი არსებები არიან. მათ აქვთ უნიკალური უნარი, შეცვალონ თავიანთი კანის ფერი და გამჭვირვალობა.
ეს ბევრი მკვლევარის აღფრთოვანებას იწვევს და შესაბამისად, ისინი ცდილობენ ამ მექანიზმებში უკეთ გარკვევას.
სიტუაციას ართულებს ის, რომ კალმარის კანის უჯრედების ლაბორატორიაში კულტივირება შეუძლებელია. ეს მათ შესწავლას თითქმის შეუძლებელს ხდის. თუმცა, ახლა, ზოგიერთმა გაბედულმა მკვლევარმა ჭკვიანური გამოსავალი მოიფიქრა: მათ კალმარების შენიღბვის უნარი ადამიანის უჯრედებში გაიმეორეს.
"ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, შეგვეძლო თუ არა კალმარის კანის ქსოვილების უნარი, ადამიანის უჯრედებში გადაგვეტანა", — თქვა ალონ გოროდეცკიმ, მთავარმა მკვლევარმა.
ეს "რეგულირებადი გამჭვირვალობა" ფუნქციონირებს პიგმენტზე დაფუძნებული შეფერილობის კომბინაციით, რომელსაც სინათლის შთანთქმის რაოდენობისა და სტრუქტურული შეფერილობის შეცვლა შეუძლია. ეს გავლენას ახდენს სინათლის გაფანტვაზე მიკრო სტრუქტურებში.
გოროდეცკის კვლევა ფოკუსირებული იყო ლეიკოფორებზე, კანის უჯრედებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სტრუქტურულ შენიღბვას ცილების საშუალებით.
სინათლის მცირე გაფანტვით, ზედაპირი შეიძლება გამჭვირვალე გამოჩნდეს. მეტი გაფანტვით კი კანი გაუმჭვირვალე ხდება. მკვლევრების მიზანი უჯრედებში ამ პროცესების გაკონტროლება იყო.
"ჩვენ გვინდოდა ძუძუმწოვრების უჯრედების ინჟინერია, რათა სტაბილურად ჩამოგვეყალიბებინა ამრეკლავი ნანოსტრუქტურები, რითაც უკეთესად შეგვეძლო სინათლის გაფანტვის კონტროლი", — თქვა გოროდეცკიმ.
ამის შესამოწმებლად, გოროდეცკის გუნდს კალმარების რეფლექსის წარმომქმნელი გენები ადამიანის უჯრედებში უნდა შეეტანათ. თუმცა, ეს მარტივი არ იყო. საბოლოოდ ხსნა მარილში აღმოჩნდა.
ადამიანის უჯრედებში მარილის დამატებით, რეფლექტინმა დაიწყო გაერთიანება უფრო დიდ ნანონაწილაკებად. რაც უფრო მეტს ამატებდნენ მარილს, მით უფრო დიდი ამრეკლი გროვა ჩნდებოდა. ეს, ფაქტობრივად, მათ საშუალებას აძლევდა დაერეგულირებინათ გამჭვირვალობა მარილის რაოდენობის კონტროლით.
ამ აღმოჩენის მიზანი არ არის უხილავი ადამიანების შექმნა. ამის ნაცვლად, გოროდეცკი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის კვლევები მეცნიერებს საშუალებას მისცემს უკეთ შეისწავლონ კალმარის კანის უჯრედები. ეს მიგვიყვანს უფრო მეტ ინოვაციებთან, როგორიცაა თხევადი ფანჯრები და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები.
კომენტარები