დავით არახამია

13 Mar. 2023, 17:50

საქართველოს პრემიერმინისტრმა აღშფოთებით განაცხადა, რომ თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. მეჩვენება, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა.

ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ეს ესმის, პრემიერმინისტრს კი თითქოს არ ესმის. ვფიქრობ, რომ ამის გააზრებას მაშინ დაიწყებს, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხაროა, რომ საქართველოში არავინ გამოიძიებს ამას, რადგან "ხელი ხელს ბანს".

P.S. აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას.

უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით.

წერს უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე. გუშინ, 12 მარტს პრემიერმინისტრმა უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რამდენიმე მათგანს, მათ შორის დავით არახამიას, "ლუზერებიც" კი უცოდა. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თითქოს საქართველოსი მეორე ფრონტის გახსნა სურთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ