დედამიწაზე წყალი მზეზე ძველია — კვლევა
მიიჩნევა, რომ დედამიწაზე წყალი კომეტებმა მოიტანეს, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდა პლანეტას მილიარდობით წლის წინ შეეჯახნენ. თუმცა ეს წყალი არ წარმოქმნილა მზის სისტემის დანარჩენ ნაწილთან ერთად. მკვლევრები თვლიან, რომ ის უკვე იყო მზის ადრეული ნისლეულის კომპონენტი.
დედამიწაზე წყლის წარმოშობის გასაგებად, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ორი ტიპის წყლის ემისია: ჩვეულებრივი და მძიმე. სტანდარტული მარტივი წყალი შედგება ერთი ჟანგბადის ატომისა და ორი წყალბადის ატომისგან. თუმცა თითოეულ ელემენტს აქვს იზოტოპები, ქიმიური ტყუპები, რომლებიც ოდნავ უფრო მძიმეა, რადგან მათ ბირთვებში დამატებითი ნეიტრონები აქვთ. წყალბადის ერთ-ერთ იზოტოპს ეწოდება დეიტერიუმი, ხოლო თუ წყალს ჩვეულებრივი წყალბადის ნაცვლად აქვს დეიტერიუმის ატომი, მაშინ მას მძიმე წყალი ეწოდება.
უბრალო და მძიმე წყალს შორის თანაფარდობა ქიმიური ანაბეჭდია: ის გვეუბნება, საიდან მოდის წყალი. ვარსკვლავები წარმოიქმნება გაზის ღრუბლებში; ისინი ქმნიან დისკს, საიდანაც პლანეტები და კომეტები აღმოცენდებიან. მკვლევრებმა აღმოაჩინეს კავშირი წყლისა და ვარსკვლავური სისტემის ფორმირების დედამიწიდან 1300 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში.
"V883 Orionis არის დაკარგული რგოლი ამ საქმეში", — თქვა კვლევის ავტორმა ჯონ ჯ. ტობინმა, ეროვნული რადიო ასტრონომიის ობსერვატორიის ასტრონომმა განცხადებაში. "დისკოს წყლის შემადგენლობა ძალიან ჰგავს ჩვენი მზის სისტემის კომეტების შემადგენლობას. ეს არის დადასტურება იმისა, რომ პლანეტარული სისტემების წყალი ჩამოყალიბდა მილიარდობით წლის წინ, მზემდე, ვარსკვლავთშორის სივრცეში. ისინი კი მემკვიდრეობით მიიღო როგორც კომეტებმა, ისე დედამიწამ, შედარებით უცვლელი.
"განსაცვიფრებელია, რომ ჩვენ ვიპოვეთ წყალი შორეულ ვარსკვლავურ სისტემაში და ის ჰგავს დედამიწას. მეტიც, ეს ასევე გვეუბნება, რომ წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ და ვიყენებთ, ბევრად უფრო ძველია ვიდრე ჩვენი პლანეტა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ წყალი მზის ფორმირებამდეც იყო", — ამბობენ მკვლევრები.
დაკვირვება შესაძლებელი გახდა Atacama Large Millimeter/submillimeter Array-ის (ALMA) დაკვირვების წყალობით. ამ დაკვირვების ჩასატარებლად რაღაც განსაკუთრებულიც იყო საჭირო.
"პლანეტის წარმომქმნელ დისკებში წყლის უმეტესი ნაწილი ყინულის სახითაა, ამიტომ, როგორც წესი, მათი შემჩნევა რთულია", — ამბობს თანაავტორი მარგო ლიმკერი, ნიდერლანდების ლეიდენის ობსერვატორიის მკვლევარი.
V883 Orionis თავისებური სისტემაა. ის უჩვეულოდ ცხელი ვარსკვლავების ამოფრქვევის გამო ყინული გაზად გადაიქცა. ALMA-მ შეძლო გაზის შემადგენლობის შესწავლა და აღმოაჩინა კავშირი კოსმოსურსა და დედამიწის წყალს შორის. თუმცა, ამით კვლევები არ დასრულებულა. მომავალი ინფრაწითელი ობსერვატორიები, როგორიცაა Extremely Large Telescope (უკიდურესად დიდი ტელესკოპი) ამ პროცესს უკეთ დააკვირდებიან.
კვლევა გამოქვეყნებულია Nature-ში.
კომენტარები