რენტგენის ხედვა? — MIT-ის მკვლევრებმა ინოვაციური ჩაფხუტი შეიმუშავეს
MIT-ის მეცნიერებმა შექმნეს რენტგენული ხედვის დამატებითი რეალობის ჩაფხუტი, რათა საგნების მიღმა გახედვა გამარტივდეს.
ჩაფხუტს ჰქვია X-AR და საწყობის მსგავს გარემოში ჩატარებულ ექსპერიმენტში მას შეეძლო ფარული ნივთების აღმოჩენა საშუალოდ 9,8 სანტიმეტრში. რაც შეეხება სიზუსტეს ის 96 პროცენტია.
"ჩვენი მთელი მიზანი ამ პროექტით იყო დამატებით რეალობის სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემდა დაგვენახა უხილავი საგნები — ნივთები, რომლებიც ყუთებში ან კუთხეებშია. ეს არის მოცემულობა, რომელიც აქამდე შეუძლებელი იყო", — თქვა ფადელ ადიბმა, კვლევის ავტორმა.
ამ ახალი ტექნოლოგისს შესაქმნელად, მკვლევრებს ჯერ უნდა შეექმნათ სპეციალური ანტენა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა RFID-ით მონიშნულ ნივთებთან.
"ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ანტენის დაპროექტება იყო, რომელიც ყურსასმენზე უნდა დამაგრებულიყო და შეფერხების გარეშე ემუშავა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სპეციფიკაცია ვიზორზე", — თქვა კვლევის თანაავტორმა ალინ ეიდმა.
სინთეტიკური დიაფრაგმის რადარი
მას შემდეგ, რაც გუნდმა შექმნა შესაბამისი ანტენა, მათ ყურადღება გაამახვილეს მის გამოყენებაზე RFID-ით მონიშნული ელემენტების ლოკალიზაციაზე, რომელიც ცნობილია როგორც სინთეზური დიაფრაგმის რადარი (SAR).
SAR საშუალებას აძლევს X-AR-ს გამოიყენოს ვიზუალური მონაცემები ჩაფხუტიდან, რათა შექმნას გარემოს რუკა და განსაზღვროს საგნების მდებარეობა სივრცეში.
"აღმოვაჩინეთ, რომ სისტემა კარგად მუშაობს ადამიანის ბუნებრივ მოძრაობებთან მიმართებით. ეს იმის გამო, რომ ადამიანები ბევრს მოძრაობენ, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მონაცემები მრავალი სხვადასხვა ადგილიდან და ზუსტად მოვახდინოთ ნივთის ლოკალიზება", — ამბობს თანაავტორი ლორა დოდსი.
მკვლევრების თქმით, მათი ტექნოლოგია საწყის ეტაპზე საწყობებსა და ჭკვიან სახლებში ძალიან გამოსადეგი იქნეა.
კვლევა MIT-მა გამოაქვეყნა.
კომენტარები