პოლონეთში ადამიანის გადაშენებული სახეობის 500 000 წლის წინანდელი ნიშნები აღმოაჩინეს
50 წლის წინ პოლონეთის გამოქვაბულში ნაპოვნი პრეისტორიული ქვის იარაღების კვლევამ აჩვენა, რომ ამ რეგიონისთვის ის უძველესია.
მალოპოლსკაში ტუნელ ვიელკის გამოქვაბულის იარაღები 450 000-დან 550 000 წლამდე თარიღდება. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მეტი გაიგონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იარაღები შექმნეს. მეტიც, კვლევა მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილებისა და მიგრაციის შესასწავლად.
თარიღები მიანიშნებს, რომ იარაღები დამზადებულია გადაშენებული ადამიანის სახეობის ჰაიდელბერგელის მიერ, რომელიც ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო წინაპარად ითვლება. ეს კი ნიშნავს, რომ რეგიონი დასახლებული იყო ადამიანებით იმ დროს, როდესაც ცენტრალური ევროპის მკაცრი კლიმატი ადამიანებისგან ბევრს მოითხოვდა.
"ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო ასპექტია. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ჰომო ჰაიდელბერგელსის გადარჩენის შესაძლებლობების საზღვრები და ამგვარად დავაკვირდეთ, როგორ მოერგო ის ამ არახელსაყრელ პირობებს", — განმარტა პოლონეთის ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მალგორზატა კოტმა.
ვიელკის გამოქვაბული 1960-იან წლებში გათხარეს, შემდეგ 2016 წელს არქეოლოგები კვლავ დაუბრუნდნენ ადგილს. მასალის ფენები თავიდან ჰოლოკონის პერდიოდით დაათარიღეს, რომელიც დაახლოებით 11 700 წლის წინ იყო. ნაწილიკი კი პალეოლითი მიაკუთვნეს, რომელიც 40 000 წლის წინდელი პერიოდია.
თუმცა ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგი კლაუდიო ბერტო ფიქრობდა, რომ დათარიღება არაზუსტი იყო. მან დაასკვნა, რომ ადგილიდან ამოღებული ცხოველის ძვლები თითქმის 40 000 დიდი ხნის იყო.
შესაბამისად, 2018 წელს კოტი და მისი გუნდი გამოქვაბულში დაბრუნდნენ. მათ ხელახლა გახსნეს და გააფართოვეს ერთ-ერთი თხრილი, ყურადღებით შეისწავლეს წლების განმავლობაში დაგროვილი მასალის სხვადასხვა ფენა და შეაგროვეს მეტი ძვლის მასალა ანალიზისთვის.
მათ დაადასტურეს, რომ ზედა ფენები მართლაც შეიცავდა ცხოველთა ძვლებს, რომლებიც ცხოვრობდნენ გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში. თუმცა ქვედა ფენა აშკარად უფრო ძველი იყო. მასში შედიოდა რამდენიმე სახეობის ძვლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ნახევარი მილიონი წლის წინ. საუბარია ევროპულ იაგუარზე, მოსბახის მგელზე, თანამედროვე რუხი მგლების წინაპრებზე და დენინგერის დათვზე.
მკვლევრებმა კაჟის მასალა აღმოაჩინეს, რომლიდანაც სხვა ხელსაწყოების ფორმირება შეიძლებოდა. ასევე იყო მზა იარაღები, როგორიცაა დანები.
კოტის თქმით, გამოქვაბულში ასეთი ძველი არტეფაქტების პოვნა ძალიან გასაოცარი იყო.
"ჩვენ გაგვიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ ამ მხარეში ხალხი გამოქვაბულებში რჩებოდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არ იყო საუკეთესო ადგილი დაბანაკებლად. ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა ხელს შეუშლიდან გამოქვებულში მცხოვრებლებს. მეორეს მხრივ, გამოქვაბული ბუნებრივი თავშესაფარია. ეს არის დახურული სივრცე, რომელიც იძლევა უსაფრთხოების განცდას. ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ იქ დარჩენილმა ადამიანებმა ცეცხლი გამოიყენეს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო ამ ბნელი და ტენიანი ადგილების მოთვინიერებას", — აღნიშნა კოტიმ.
ასევე საინტერესო იყო გამოქვაბულში აღმოჩენილი კაჟის დამუშავების ტექნიკა. ეს უმარტივესი და ამავდროულად უძველესი ტექნიკაა, რომელსც პირველი ადამიანები იყენებდნენ.
კვლევა Science Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები