მედიის წარმომადგენლების ნაწილს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ, ნაწილს პოსტერებს ართმევენ
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
ინფორმაცია ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა და დეპუტატებმა მოგვაწოდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიის წარმომადგენლების პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვებია დაწესებული და ერთი ორგანიზაციიდან მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტზე უშვებენ საშვს.
- ვინაიდან დღეს ჟურნალისტები ბიუროსთან აქციას ვმართავთ და ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ვაპროტესტებთ, რამდენიმე მედიაორგანიზაციამ დამატებითი საშვები დეპუტატებს დააშვებინა.
- წინა აქციისას ამ მეთოდის გამოყენებით არაერთი ჟურნალისტი შევიდა პარლამენტში, თუმცა ამჯერად მათ დამტკიცებული საშვები გაუუქმეს.
- გარდა ამისა, ჟურნალისტებს ჩხრეკენ და არ აძლევენ საპროტესტო პოსტერების შეტანის უფლებას.
- მაგალითად, ჩვენს ჟურნალისტს არ შეტანინეს პოსტერი: "თქვენ თვითონ ხართ აგენტები".
დეტალები: დეპუტატი თამარ კორძაია წერს, რომ პარლამენტის წევრების დაშვებული პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად დაუსაბუთებლად გააუქმა.
- Netgazeti ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დაცვასთან აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მისი დაშვებული საშვები გააუქმეს.
- "თქვენ კი არ მოგიციათ ჩემთვის მანდატი, პაპუაშვილს კი არ მოუცია. მთხოვე, მაგრამ გითხარი, მაგრამ არ ვიღებ მე მაგ თხოვნას. რა გავარკვიო, არაფერს არ გავარკვევ. შემოდით, ვისზეც მაქვს საშვი. რას მეჭიდავები ახლა", — ასე მიმართავდა დეპუტატი დაცვას და უხსნიდა, რომ ეს მისი უფლებაა, თუმცა ჟურნალისტები მაინც არ შეუშვეს.
რუსული კანონი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
პარტნიორების კრიტიკა: კანონპროექტზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა ომბუდსმენის აპარატმა, არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი შემაშფოთებელია და ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება საკვანძო საკითხია EU-ში გაწევრიანების პროცესში და 12 რეკომენდაციის ნაწილია.
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება, დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) კი აცხადებს, რომ ეს უმრავლესობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია.
- გაეროს შეფასებით, აგენტების კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და შეაფერხებს მათ საქმიანობას.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
- ხალხის ძალა კი აპირებს, ალტერნატიული, გაუარესებული კანონპროექტი დააინიციროს, რომელსაც ამერიკული კანონის ნათარგმნ ვერსიად წარმოაჩენენ.
63 ქართული მედია, მათ შორის On.ge, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე უარს ვაცხადებთ.
- განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსულ კანონპროექტებს და მიგვაჩნია, რომ მიზანია აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
400-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში განვმარტავთ, რომ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი და ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
- ხელმომწერები, მათ შორის On.ge, მივიჩნევთ, რომ კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომლებსაც ვასაჯაროებთ.
- კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები