ველი ბიზნესი — ყველაფერი ერთ სივრცეში შენი ბიზნესისთვის
ფოტო: VELI.store
სიახლე VELI.store-ზე — საყიდლების ციფრული ველი შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესებსაც სთავაზობს.
პირველად საქართველოში, ველიმ მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, რომ ახლა უკვე კომპანიის სახელით დარეგისტრირდნენ და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინონ.
VELI.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებგვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათს ბიზნესი თბილისში იმავე დღეს, სასურველ დროის ინტერვალში იღებს, რაც დამატებით ღირებულებას ქმნის.
შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი — დრო დაზოგონ.
ფოტო: VELI.store
სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის.
მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით — ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს.
ბიზნეს ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია — ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგის ისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ავტომატურად იტვირთება.
ადამიანებისა და ბიზნესების საჭიროებებთან ერთად, სხვადასხვა სახის მომსახურებაც სიახლეებსა და განვითარებას მოითხოვს. 21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, ადამიანებს და ბიზნესებს სჭირდებათ გადაწყვეტები, რომლებიც მათ ცხოვრებასა და ყოველდღიურ პროცესებს ამარტივებს. სისწრაფე, ტექნოლოგიები და ასორტიმენტის მრავალფეროვნება დღეს თანამედროვე და გამართული ციფრული კომერციის საფუძველია.
ფოტო: VELI.store
"დაფუძნების დღიდან, ჩვენი მიზანი, პროდუქციის ონლაინ შეძენისას, ვებგვერდის მოხმარების საუკეთესო გამოცდილების შექმნა იყო. ერთი წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. დღეს კი შემდეგ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ — გვინდა, რომ იგივე ღირებულება, საცალო მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე მცირე და საშუალო ბიზნესებსაც შევუქმნათ, რომლებსაც ისევე სჭირდებათ ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქცია, როგორც ფიზიკურ პირებს — იქნება ეს სამეურნეო პროდუქტი, თუ თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერები. ბაზარზე, ბიზნესების ციფრული მხარდაჭერის მიმართულებით, სრულიად აუთვისებელი ნიშა და მათი მხრიდან საჭიროება დავინახეთ. ჩვენმა ავტომატიზებულმა სისტემამ, თანამედროვე ინფრასტრუქტურამ და კომპლექსურმა საოპერაციო ნაწილმა, რომელიც ჩვენივე საწყობს, საკურიერო მომსახურებასა და მხარდაჭერის გუნდს აერთიანებს, საშუალება მოგვცა, რომ მიწოდების ხარისხი და სისწრაფე ერთმანეთთან თანხვედრაში ყოფილიყო, შედეგად კი ბიზნესებისთვის ყოველდღიურობა გაგვემარტივებინა", — არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.
VELI.store-ზე ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა.
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
კომენტარები