მარია ქრისტინა ვან კოლდამი

23 Feb. 2023, 15:44

როგორც ნიდერლანდების ელჩმა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საელჩო არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდი დონორი და მხარდამჭერი. ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით. მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს. [...]

ამ მხრივ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, და როცა გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს. მოახდენს თუ არა ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაზე ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები მიიღებენ და ეს მტაავრი პრიორიტეტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამმა უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ტელეკომპანია ფორმულასთან. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  2. უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
  3. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  4. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
  5. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინი რუსეთში უცხო ქვეყნების სისხლის სამართლის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებას კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს უკრძალავს უცხო ქვეყნების სისხლის სამართლის…