ირაკლი კობახიძე

23 Feb. 2023, 00:33

გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ცნობილი წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხორციელდება მასშტაბური ცენზურა მედიასაშუალებებზე. მარტივი რაღაცაა, იმაზე კი არ არის საუბარი, რომ არ იბეჭდება ადვოკატების მიერ გაგზავნილი სტატიები, ბევრი რამე იბეჭდება და უამრავი სტატია დაიბეჭდა, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა ბანკს, მარტივად მიდიოდა ყველა სტატია, როგორც კი აქცენტი გადადიოდა მენეჯმენტზე, მაშინვე ცდილობდნენ სიტყვა მენეჯმენტის ამოგდებას, ან საერთოდ ბლოკავდნენ ასეთ სტატიებს.

დაახლოებით იგივე გვახსოვს 2020 წელს, ჩვენც გვქონდა გაფორმებული კონტრაქტი ერთ-ერთ გავლენიან კომპანიასთან, საკმაოდ გავლენიან კომპანიასთან, როდესაც ვცდილობდით, რომ სტატიები დაგვებეჭდა იმაზე, რომ პრემიერი კარგად მართავს კოვიდს, მარტივად მიდიოდა ეს სტატიები, მაგრამ როგორც კი ფაქტებზე დაფუძნებული სტატიები მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რამდენად ლიბერალური, წარმატებულია ეს ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. მაშინვე იბლოკებოდა შესაბამისი სტატიები. ანუ, ეს ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, მასშტაბური ცენზურა არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მორიგ ჯერზე ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და იქაური დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციას ცდილობს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ უცხოური მედია მათ სტატიებს ცენზურას უწესებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები…