ირაკლი კობახიძე

23 Feb. 2023, 00:44

ეს კანონი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას, ეხება მხოლოდ უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს. ყველაფერზე იქნება მსჯელობა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯაშუშებს ეს არ ეხება, ბევრი ჯაშუში შეშფოთდა ამ კანონით, მაგრამ დავამშვიდებ მათ, რომ მათ სანერვიულო არაფერი არ აქვთ.

რაც შეეხება ჯაშუშებს, ზოგადად ვიტყვი, ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში, საიდან არიან ისინი მართული, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი, მაგრამ გეტყვით, რომ იგივე ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და იყვნენ ასევე, ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად. იგივე, როცა დიდ სახელმწიფოს, ნებისმიერს, შეიძლება, ეს დიდი სახელმწიფო იყოს ბოროტი, შეიძლება, იყოს კეთილი, ბოროტი და კეთილი არც არსებობს დიდ პოლიტიკაში, მაგრამ მეტ-ნაკლებობა ხომ არის, მათ აქვთ, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები — ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა, ეს მათ შორის ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით.

მარტო ინფორმაციის გატანაზე არაა საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და ძალიან დააზიანეს ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…