ახალი კვლევის თანახმად, ალცჰაიმერის განვითარებას შესაძლოა, ფრუქტოზა უწყობდეს ხელს
ალცჰაიმერი პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ადამიანის კოგნიტიურ ფუნქციებსა და მეხსიერებას აქვეითებს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამ მდგომარეობის პოტენციურ ხელშემწყობად ფრუქტოზა დაასახელეს.
ფრუქტოზა შაქარია, რომელიც მრავალ პროდუქტში გხვდება, მათ შორის ხილში, ბოსტნეულსა და თაფლში. ის ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივადაც წარმოიქმნება, მაგალითად მაშინ, როცა მარილით მდიდარი რაციონი გვაქვს. ფრუქტოზა ტვინის ზოგიერთ რეგიონში მეტაბოლიზმს აფერხებს, რასაც ახალი მოგონებების ბლოკირებით ახერხებს, ეს კი ძველად ადამიანებს გადარჩენასა თუ საკვების მოპოვებაში ეხმარებოდა
ბოლო კვლევაში სპეციალისტები ამბობენ, რომ გადარჩენის ამგვარი მექანიზმი ამჟამად ჩვენში მუდმივად აქტიურია, რაც გვიბიძგებს, ცხიმით, შაქრითა და მარილით გაჯერებული საჭმელი მივიღოთ, რათა სხეულში მეტი ფრუქტოზა წარმოიქმნას. ეს შესაძლოა, ტვინის ანთებას ან სხვა გართულებას დაედოს საფუძვლად, რომელიც ალცჰაიმერს უძღვის წინ.
მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, ფრუქტოზა და მისი მეორეული პროდუქტი, შარდის უჯრედშორისი მჟავა, ცილების დაგროვებას იწვევს, რომლებიც ალცჰაიმერთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ტვინის ქერქში, ჰიპოკამპსა და თალამუსში სისხლის მიმოქცევა ფერხდება, ქერქის მხედველობით არეში კი პირიქით. ამგვარად, ტვინის უჯრედების, ასტროციტების ფუნქცია ირღვევა და იქ ამილოიდური ცილები ილექება.
ავტორები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი დანალექი შეიმჩნევა ლაბორატორიის ვირთხებში, რომელთაც ფრუქტოზით საკმაო დროის განმავლობაში კვებავენ. ასევე, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებში, რომელთაც ორგანიზმში ამ შაქრის მაღალი დონე უფიქსირდებათ.
მეცნიერები ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევას გეგმავენ და კლინიკური ცდების ჩატარებასაც განიხილავენ. მათი ნაშრომი გამოცემაში American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.
კომენტარები