შალვა პაპუაშვილი

15 Feb. 2023, 21:14

სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ. რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, არის ჯგუფი ევროპელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციას თუ შევხედავთ, არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არა და გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი — ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. [...]

ერთადერთი რამეა რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აჭარის ტელევიზიასთან. დღეს, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა ივანიშვილის სანქცირებასა და სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებაზე რეზოლუცია დაამტკიცა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  3. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, საქართველომ რუსეთის არმიიდან დეზერტირ ვლადისლავ ტატარინცევს ერთწლიანი საერთაშორისო…