შალვა პაპუაშვილი

8 Feb. 2023, 17:01

ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში და თქვა, რომ ის შევიდა იმით, რომ მიზნები, რომელიც ჰქონდა, სწორად ჰქონდა დასახული. არ გეთანხმებით, სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ისე ვერ შევიდა ისტორიაში, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი. 

თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად და მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით ზუსტ მომენტში, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით და გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნება, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ვხედავთ ყველა დღეს ჩვენ, მათ შორის ამ დარბაზში მსხდომნი იმ სიმშვიდით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი, იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს თამაზ ბორაშვილს მოადგილეების შემადგენლობა განუახლდა — შესაბამისი…