იაშვილის კლინიკასთან ამ დროისთვის სახანძროა მობილიზებული. On.ge-ს ინფორმაციით, კლინიკაში ხანძარი იყო და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვაც.

როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურმა გვითხრა, კლინიკაში ხანძარი არ ყოფილა და არც ვინმეა დაშავებული.

კლინიკიდან დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.