მკვლევრები თევზისა და ალიგატორის ჰიბრიდს ქმნიან
მეცნიერთა ჯგუფმა ალიგატორის გენი ლოქოში შეიყვანა. გენი, რომელსაც კათელიციდინი ეწოდება, ანტიმიკრობული გენია, რომელიც ასრულებს როლს ცხოველის თანდაყოლილ იმუნურ პასუხში, უზრუნველყოფს დაცვას სხვადასხვა პათოგენებისგან, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.
მკვლევრებმა გენი ლოქოს გენომის იმ ნაწილში მოათავსეს, რომელიც რეპროდუქციულ ჰორმონთანაა დაკავშირებული. გაჩენილ ჰიბრიდებს დაავადებების მიმართ წინააღმდეგობა და რეზისტენტულობა აღენიშნებოდათ.
უფრო ჯანმრთელი და სტერილური ჰიბრიდები
აკვაკულტურა არა მხოლოდ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, არამედ განიცდის მის გავლენას. ლოქო შეერთებულ შტატებში მოყვანილი თევზის 50 პროცენტზე მეტს შეადგენს.
ეს სახეობა ძალიან მგრძნობიარეა ბაქტერიული ინფექციების და აბიოტიკური სტრესების მიმართ. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ ამ მტკნარი წყლის თევზებს უპირატესობა მიანიჭონ გარემოებებთან მიმართებაში, ალიგატორების დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი გენის შეყვანით.
და აქ საქმეში ერთვება CRISPR, სისტემა, რომელმაც გენურ ინჟინერიაში რევოლუცია მოახდინა. მან გენის რედაქტირება უფრო ზუსტი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადა. ჯგუფმა რექს დანჰემისა და ბაოფენგ სუს ხელმძღვანელობით ობერნის უნივერსიტეტში, სწორედ Cas9-CRISPR სისტემა გამოიყენა. სწორედ ასე მოხდა ალიგატორების კათელიციდინის გენის ლოქოს დნმ-ში ინტეგრირება.
კათელიციდინის ტრანსგენური თევზის გადარჩენის მაჩვენებელი 100-დან 400 პროცენტით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივის. საბოლოოდ, ამ ჰიბრიდების მახასიათებლები ეკოსისტემებზე ნაკლებად ცუდადაც მოქმედებს.
კვლევა ჯერ კიდევ გადასახედია და მისი ნახვა bioRxiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები