მეცნიერები ქმნიან ნახევრად ცოცხალ "კიბორგ" უჯრედებს, რომლებსაც მედიცინის შეცვლა შეუძლიათ
რთული ქიმიური პროცესის მეშვეობით მეცნიერებმა ლაბორატორიაში მრავალმხრივი, სინთეზური "კიბორგი" უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ცოცხალი უჯრედების ბევრი მახასიათებელი აქვთ. მაგალითად, გააჩნიათ გაყოფისა და ზრდის უნარი.
რეპლიკაციის ნაწილი მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ხელოვნური უჯრედები სასარგებლო იყოს, საჭიროა მათი საგულდაგულო კონტროლი და ეს ასე მარტივად არ ხდება. განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი მრავლდებიან ისე, როგორც ფაქტობრივი უჯრედები.
ახალი კვლევის მიღმა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავს კიბორგ უჯრედებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა კიბო.
"კიბორგის უჯრედები პროგრამირებადია, არ იყოფიან, ინარჩუნებენ უჯრედულ არსებით აქტივობებს და იძენენ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს", — ამბობს ბიოსამედიცინო ინჟინერი ჩიმენგ ტანი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
უჯრედული ინჟინერია ეფუძნება ორ ძირითად მიდგომას: არსებული უჯრედების გენეტიკურად გადაკეთება ახალი ფუნქციების მისაცემად (უფრო მოქნილი, მაგრამ ასევე გამრავლების უნარით) და სინთეზური უჯრედების შექმნა ნულიდან (რომლებსაც არ შეუძლიათ გამრავლება, მაგრამ აქვთ შეზღუდული ბიოლოგიური ფუნქციები).
ხსენებული კიბორგი უჯრედები ახალი სტრატეგიის შედეგია. მკვლევრებმა აიღეს ბაქტერიული უჯრედები, როგორც საფუძველი და დაამატეს ელემენტები ხელოვნური პოლიმერისგან. უჯრედში შეღწევის შემდეგ, პოლიმერი ექვემდებარებოდა ულტრაიისფერ შუქს, რათა შეექმნა ჰიბრიდი უჯრედი.
კიბორგი უჯრედები უფრო მდგრადია სტრესის მიმართ, როგორიცაა მაღალი pH და ანტიბიოტიკების ზემოქმედება. ეს ის სტრესორებია, რომლებიც ანადგურებენ ნორმალურ უჯრედებს. როგორც კიბორგები წარმოგვიდგენია, მსგავსად, ასეთი უჯრედები უფრო გამძლეები არიან.
"კიბორგი უჯრედები ინარჩუნებენ არსებით ფუნქციებს, მათ შორის უჯრედულ მეტაბოლიზმს, მოძრაობას, ცილების სინთეზს და გენეტიკურ წრეებთან თავსებადობას", — წერენ მკვლევრები გამოქვეყნებულ ნაშრომში.
ქსოვილის ნიმუშებზე ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ახლად შექმნილმა უჯრედებმა შეძლეს კიბოს უჯრედების შეჭრა. ეს ხაზს უსვამს ამ შეცვლილი ბიოლოგიური სამშენებლო ბლოკების პოტენციალს. ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოიყენონ სხეულში წამლების მიწოდებისთვის.
თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ დრო და შემდგომი კვლევებია საჭირო.
"ეს ძალიან საინტერესოა და აყენებს ბიოეთიკის საკითხს. ჩვენი კიბორგი უჯრედები სწორედაც რომ უჯრედებიდან მიღებული ბიომასალებია, რომლებიც არც უჯრედებია და არც მასალა", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა Advanced Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები