ფეისბუქმა შიშველი მკერდის ფოტოები შეიძლება აღარ დაბლოკოს
ფოტო: Twitter
ფეისბუქისა და ინსტაგრამის მშობელმა კომპანია მეტამ მალე შიშველი მკერდის ფოტოები შეიძლება აღარ დაბლოკოს. მეტას სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიას იმ წესების გადახედვა მოსთხოვა, რომლებიც სოციალურ ქსელში ქალის შიშველი მკერდის გამოჩენას კრძალავს, კაცისას კი — არა.
17 იანვრის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც მეცნიერებით, პოლიტიკოსებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, მეტას პოსტების შინაარსთან დაკავშირებული წესების შემსუბუქება ურჩია. კერძოდ, საბჭომ რეკომენდაცია გაუწია იმ წესის ცვლილებას, რომელიც ზრდასრულთა სიშიშვლესა და სექსუალური აქტივობის საზოგადოდო სტანდარტს ეხება. "წესი უნდა ემორჩილებოდეს მკაფიო კრიტერიუმებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს პატივს სცემს", — ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ფოტო: Getty Images
სამეთვალყურეო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკელი ტრანსგენდერი წყვილის ორი პოსტი ფეისბუქმა ცენზურის გამო დაბლოკა. წყვილმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელში წელს ზევით შიშვლები იყვნენ, თუმცა კერტები დაფარული ჰქონდათ. პოსტის აღწერა კი ტრანსგენდერების ჯანდაცვას ეხებოდა და ისინი ოპერაციისთვის ფულის შეგროვებას ითხოვდნენ.
ფეისბუქის ზოგიერთმა მომხმარებელმა პოსტი გაასაჩივრა, რის შედეგადაც მეტას ხელოვნურმა ინტელექტმა ფოტოები დაბლოკა. მას შემდეგ, რაც წყვილმა ფეისბუქის მიერ პოსტების დაბლოკვა გაასაჩივრა, კომპანიამ ფოტოები აღადგინა.
"მეტას პოლიტიკა გენდერის ბინარულობას ეფუძნება, რომელიც ქალისა და კაცის სხეულებს შორის განსხვავებას აღიარებს. ეს კი შიშველი მკერდის გამოჩენის წესებს გაურკვეველს ხდის ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე მომხმარებლებისთვის", — ვკითხულობთ სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებაში. საბჭოს გადაწყვეტილებით, როცა საქმე სიშიშვლეს ეხება, უნდა განისაზღვროს მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები ისე, რომ ისინი თითოეულ მომხმარებელზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვრცელდებოდეს.
"მეტა მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ საქმეზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ფოტოები აღდგენილია. ჩვენს პოლიტიკას მუდმივად ვავითარებთ, რათა ჩვენი პლატფორმა ყველასთვის უსაფრთხო გახდეს. ვიცით, რომ LGBTQ+ საზოგადოების მხარდასაჭერად მეტი შეიძლება გაკეთდეს, რაც ჩვენთვის ექსპერტებთან და LGBTQ+ დამცველ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობასა და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობას ნიშნავს", —ვკითხულობთ მეტას განცხადებაში.
მეტას 60 დღე აქვს, რათა სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ რეკომენდაციას საჯაროდ უპასუხოს.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები