23 საერთაშორისო NGO აფგან მუხტარლის საქმეზე კვირიკაშვილს წერილით მიმართავს
ფოტო: EMMANUEL DUNAND / AFP
ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 23 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა.
On.ge გთავაზობთ წერილის თარგმანს ქართულ ენაზე:
ძვირფასო ბატონო გიორგი,
გწერთ, რადგან გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება 29 მაისს, დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით. გაუჩინარებამდე ის თავის კოლეგებთან იმყოფებოდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში, სახელმწიფო სასაზღრვო სააგენტოში აღმოჩნდა დაკავებული.
მუხტარლი ამბობს, რომ ის მის სახლთან ახლოს ძალით ჩასვეს მანქანაში, დააბეს და სცემეს. გამტაცებლებმა მას თავზე ტომარა ჩამოაფარეს და 10 ათასი ევრო ჩაუდეს. მუხტარლის ადვოკატ ელჩინ სადიგოვმა, რომელმაც მოახერხა მისი მონახულება საპატიმროში, დაადასტურა, რომ ჟურნალისტს დაზიანებები აღენიშნებოდა და, სავარაუდოდ, ნეკნი აქვს ჩამტვრეული. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
პროცესის ასეთ განვითარება არა მხოლოდ აფგან მუხტარლის შესაძლო წამებისა და ციხეში დიდი ხნით გამოკეტვის საფრთხეს აჩენს, არამედ საშიშ პრეცედენტს ქმნის საქართველოში მცხოვრები ათეულობით დევნილი აზერბაიჯანელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში, მრავალი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და სხვა სამოქალაქო აქტივისტი გამოექცა აზერბაიჯანის რეპრესიებს, მაგრამ ისინი უფრო და უფრო მეტად ხდებიან ჩაგვრისა და დევნის მსხვერპლნი საზღვარგარეთ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იპოვიდნენ უსაფრთხო სამოთხეს საქართველოში, მაგრამ ახლა მოუწევთ იცხოვრონ მუდმივ შიშში, რომ შესაძლოა უკანონოდ დააბრუნონ სამშობლოში.
აფგან მუხტარლის გატაცება და არალეგალური დეპორტაცია მის ქვეყანაში, იმ დროს, როცა ის საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა, საერთაშორისო სამართლის ძალიან ცხადი დარღვევაა. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით არის გათვალისწინებული, პირდაპირ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, რომ არ გადასცენ ადამიანი იმ ქვეყანას, რომელშიც ის ზემოაღნიშნულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. საქართველო პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება.
აფგან მუხტარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს, როგორც კავკასიაში ადამიანის უფლებების სტანდარტების დამცველი ქვეყნის რეპუტაციისთვის. აზერბაიჯანის ხელისუფლება სასტიკად ებრძვის თავის კრიტიკოსებს. ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს კომისარმა, ნილს მუზნიკსმა 2017 წლის მაისში განაცხადა, "სიტუაცია აზერბაიჯანში მაღელვებს. 2015 წლის შემდეგ ევროსასამართლოს შვიდ საქმეში მომიწია ჩარევა, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად ასახავს ადამიანის უფლებების პრობლემებს ქვეყანაში: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი ადვოკატების ოფიციალური დევნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები, რომელთა საქმეებშიც მე ჩავერიე ციხეში აღარ იმყოფებიან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვები ჯერ კიდევ დაკავებულნი არიან ძირითადად კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამო." საქართველოს, როგორც ასეთი რეპრესიული სახელმწიფოს მეზობელ ქვეყანას მორალური ვალდებულება აქვს, მისი ისტორიული როლის შენარჩუნებასა და აზერბაიჯანელი დევნილების მიღებასთან დაკავშირებით.
ჩვენ მივესალმებით აფგან მუხტარლის "უკანონო გატაცებასთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიებას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამოააშკარავებს გამტაცებლების იდენტობებსა და განმარტავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოტენციურ როლს იმაში, თუ რა მოხდა. საჭიროა ცხადი მესიჯი საქართველოს მხრიდან, რომ მის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნების უკანონო ქმედებები მიუღებელია, და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ასეთ მძიმე დარღვევაში მონაწილეობდა პასუხს აგებს.
საქართველო მონაწილეობდა გაეროს ყველა ბოლო დროინდელს რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა დამცველებთან დაკავშირებით. საქართველო, ასევე, იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლემბაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოხატეს ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ "ძალისმიერი მეთოდით ადამიანის გაუჩინარების პრაქტიკა, ხშირად, ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინებასა და რეპრესიისთვის გამოიყენება."
ასე რომ, საქართველოს მისწრაფება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მადლობა ყურადღებისთვის.
წერილს ხელს აწერენ:
- Canadian Journalists for Free Expression
- CEE Bankwatch Network
- Civil Rights Defenders
- Committee to Protect Journalists
- Crude Accountability
- English PEN
- FIDH, within the framework of the Observatory for the Protection of Human
- Rights Defenders
- Freedom Now
- Human Rights First
- Human Rights House Foundation
- Human Rights Watch
- Index on Censorship
- IFEX
- International Media Support
- International Partnership for Human Rights
- Institute for War and Peace Reporting
- Netherlands Helsinki Committee
- Norwegian Helsinki Committee
- PEN America
- PEN International
- People in Need
- Reporters Without Borders (RSF)
- World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები