"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გიორგი უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია "ინტერპრესნიუსს" გააცნო. მისი თქმით, გიორგი უძიაური, საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, დადიოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს — Deep State-ს, "ომის პარტია"-ს და არაერთხელ დაუფიქსირებია წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან. მისივე თქმით, ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ქვეყნის "ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც". გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას "გაშავებაზე" და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ. გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება — ქართული ოცნება.
"გიორგი უძილაური, იაზრებს, რა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, აღიარებს, რომ:
იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული არჩევანი საქართველოსთვის" დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტ გამოცემა european.ge-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.
აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო "თბილისი მარიოტსა" და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.
იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.
უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს (Deep State, "ომის პარტია", "მასონები", "ევროგეების საფრთხე"...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.
გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა ქართული ოცნების მიზანი ან ამოცანა.
2011 წლის ოქტომბრიდან იგი შეურთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20 კაციან გუნდს (დღეს იმ გუნდიდან ივანიშვილის გარემოცვაში დარჩენილია მხოლოდ გია ვოლსკი), რათა თავისი წვლილი შეეტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.
გიორგი უძილაური სააკაშვილის რეჟიმს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს ანტიდემოკრატიულ და სისხლიან მმართველობად, რომელმაც გააბეჩავა და დააჩოქა საქართველო, ე.წ. "ვარდების რევოლუციას" მიიჩნევდა და მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, რის გამოც დღემდე ორმხრივი აუტანლობა აკავშირებს მასსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.
20 კაციანი გუნდი 2011 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის ივნისამდე გაფართოვდა და გამყარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოერთებული, გულანთებული, უშიშარი და თავგადადებული ახალგაზრდობით — იმ ბირთვმა, რომელმაც მაგალითი მისცა დანარჩენ, ორჭოფობაში მყოფ მოსახლეობას და 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოუტანა ქართულ ოცნებას.
გიორგის თქმით, ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის ქართული ოცნება მკვდარია.
მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი ოცნების აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი ოცნების ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.
ასევე გიორგის თქმით, 2011-2012 წლების ივანიშვილის მოძრაობაში აქტიურად იყო ამერიკელების და ევროპელების რამდენიმე ჯგუფი. ისინი არა მარტო კონსულტაციებს უწევდნენ ივანიშვილის გუნდს, არამედ უზრუნველყოფდნენ ახლადშექმნილი მოძრაობის აქტიურ კომუნიკაციას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, აძლევდნენ რჩევებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის და უზრუნველყოფდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებას.
როგორც ივანიშვილმა, ასევე "ოცნების" ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ Deep State-ს ან შემოგზავნილ აგენტურას — მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება.
გიორგი აღიარებს, რომ მასაც ჰქონდა კომუნიკაცია და აქტიური კავშირი ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, ზოგიერთ მათგანთან მეგობრობდა და დღემდე მეგობრობს.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე ოცნება მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პროევროპულ, დემოკრატიულ კურსს, გიორგი ამჩნევდა, რომ ნელდებოდა დემოკრატიზაცია, ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, რომ დემოკრატია არც ისე კომფორტულია მმართველობისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ყოფილა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან მომაბეზრებელია ხელისუფლების მიღების შემდეგ, რომ ბევრად მარტივია სიტყვის თავისუფლება გაფორმდეს "ევროპულ აგენტურად" ან "სააკაშვილის რუპორად".
გიორგის თქმით, არაკომფორტული აღმოჩნდა ევროინტეგრაციაც, რადგან ოცნების ახალი ხელმძღვანელობა დგებოდა არჩევანის წინაშე — ან რეალურად გაემიჯნება ერთმანეთს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ან უნდა იყოს პარტიული დიქტატურა და დემოკრატიის ჩაწიხვლა. ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც.
მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობისას, გიორგი ასევე ესწრებოდა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რის შემდეგაც სუს-მა ქართულ ოცნებას შეატყობინა, თითქოს გიორგი იყო პროცესის ორგანიზატორი, მან უარყო ორგანიზატორობა, თუმცა აღიარა აქციაზე დასწრება.
გიორგი აღიარებს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან.
გიორგის თქმით, კოჰაბიტანტების და მედროვეების გამარჯვება გამოაშკარავდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე. იგი აღიარებს, რომ მაინც ცდილობდა გაედო ხიდები ოცნებასა და უკრაინულ მედიას შორის.
გიორგის თქმით, მისი აქტივობა და ენთუზიაზმი ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, იგი აღიარებს, რომ არ ემორჩილებოდა ე.წ. "პარტიულ დისციპლინას" და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა.
გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას "გაშავებაზე" და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.
გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად — პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს.
გიორგიმ არ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში; ზედმეტი აქტივობა, თავნება აზრები და იდეები შეიძლება გადაედოს სხვა ჩინოსნებს და აფიქრებინოს აკრძალული ფიქრები; დღევანდელი პროპაგანდით საქართველოს პატრიოტია მხოლოდ ის, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ პროპაგანდას. ყველა დანარჩენი, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად "სახელმწიფოს მტერი", ან "ჯაშუში".
გიორგი უძილაური აღნიშნავს, რომ არის კონსერვატორი, იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიულ იდეებს, მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავე დროს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად.
გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის "ომის საფრთხით" გამართლებას.
მისი თქმით, ომი რომ აღარ უნდოდათ, იმიტომ შექმნეს ყოფილმა მტრებმა ევროკავშირი — კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გუშინდელმა მოქიშპეებმა აქციეს მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად.
გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება ქართული ოცნება", — აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსი, მანამდე კი "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი უძილაური მიმდინარე წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია
-
RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
-
6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ 6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა
გადახედვა
-
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
გადახედვა
-
აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან
კომენტარები