რა იქნება ჯეიმს ვების ტელესკოპის შემდეგ — NASA JWST-ს მემკვიდრეზე საუბრობს
ჯეიმს ვებისგან განსხვავებით, შემდეგი თაობის ტელესკოპს კოსმოსში რობოტები მოემსახურებიან
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დღეს თავის საქმეში ყველაზე ძლიერია. თუმცა, ამის პარალელურად NASA მომავალზეც ფიქრობს. კოსმოსურმა სააგენტომ ვების მემკვიდრეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
მრავალმილიარდ დოლარიან ახალ ობსერვატორიას (Habitable World Observatory) დაევალება კოსმოსში დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების მოძიება. ის სავარაუდოდ 2040-იანი წლების დასაწყისში გაეშვება. როგორც Science-ის მოხსენებაშია ნათქვამი, ახალი დეტალები ცნობილი გახდა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ამ კვირის შეხვედრის დროს.
NASA-ს ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორმა მარკ კლამპინმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ კოსმოსური ობსერვატორია ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება, უკვე არსებული ინფორმაციაც საკმარისია მომავლის წარმოსადგენად.
Habitable World Observatory (HWO) : "მთის ობსერვატორია" კოსმოსში
მიუხედავად იმისა, რომ HWO ჯერ კიდევ კონცეფციაა, სახელწოდება ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ნასას პრიორიტეტები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს არამიწიერი სიცოცხლის ძიებას. ჯეიმს ვებმა ახლახან აღმოაჩინა თავისი პირველი ეგზოპლანეტა, მაგრამ HWO, სავარაუდოდ, ბევრად წინ წავა.
ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრის წყალობით, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჯეიმს ვების მემკვიდრეს კოსმოსში რობოტები განაახლებენ ხოლმე. ეს მას ჯეიმს ვებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. ვები ახლა ლაგრანჟის წერტილ 2-ში მოძრაობს, დედამიწიდან შორს და მისი ადგილზე შეკეთება შეუძლებელია.
"მომსახურების მხრივ განსხვავება უზარმაზარი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობსერვატორიის შეკეთება, განახლება და დახვეწა მუდმივად შესაძლებელი იქნება", — თქვა აკი რობერჟმა, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრიდან.
ისიც დადასტურდა, რომ HWO განთავსდება დედამიწიდან შორს ლაგრანჟის წერტილში, ისევე როგორც ჯეიმს ვები. ცნობისთვის, ვები ახლა დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ვებისგან განსხვავებით, რომელიც მუშაობს ინფრაწითელ შუქზე, HWO დაიჭერს ოპტიკურ შუქს.
ცნობისთვის, HWO არ არის NASA-ს შემდეგი ობსერვატორია, რომელიც დაგეგმილია გასაშვებად. ეს პატივი ბნელ ენერგიასა და ეგზოპლანეტებზე მონადირე ნენსი გრეის ობსერვატორიას აქვს, რომლის გაშვება დაახლოებით 2027 წლისთვის იგეგმება.
NASA-ს შემდეგი თაობის ობსერვატორიის საკვანძო ფუნქცია მომსახურებაა
ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ასტრონავტები ემსახურებოდნენ. HWO ამ მხრივ ავტონომიურ რობოტებს გამოიყენებს, რომლებიც ამჟამად მუშავდება NASA-ს მთვარის Artemis-ის მისიებისთვის.
NASA-მ აღნიშნა, რომ ჯეიმს ვების პროგრამიდან მიღებული გამოცდილების გამოყენება HWO-სთვის უნდა. კოსმოსური სააგენტო მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ხარჯების გადაჭარბება და შეფერხებები, რომელსაც განიცდიდა ვების პროგრამა.
კომენტარები