აღმოაჩინეს მიკროსკოპული ორგანიზმი, რომელიც ყოველდღიურად ტრილიონობით ვირუსს ჭამს
აქამდე ითვლებოდა, რომ ვირუსები თითქმის არცერთი ორგანიზმის მენიუში არ შედიოდნენ. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს მოსაზრება სწორი არ არის. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც ვირუსებით იკვებებიან და ამით ენერგიას იღებენ.
ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ დელონგმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს მიკროსკოპულ ინფუზორია ჰალტერიას ინფექციური ქლოროვირუსების ჭამა შეუძლია. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ე.წ "ვიროვორობა", ანუ მხოლოდ ვირუსებით კვება ამ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და პოპულაციურ ზრდას იწვევს.
ჯეიმს ვან ეტენმა აღმოაჩინა ქლოროვიუსები, რომელიც ძალიან პატარა მწვანე წყალმცენარეებს "აინფიცირებენ". საბოლოოდ, ეს ქლოროვირუსები მასპინძელ უჯრედებს ხეთქავენ, პროცესში კი ოკეანეში ნახშირბადსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს გამოათავისუფლებენ.
დელონგის თქმით, ეს პროცესი აკავებს ნახშირბადს მიკრობულ ფენაში და აფერხებს კვების ჯაჭვში ენერგიის მაღლა გადაცემას.
მიუხედავად ამისა, "ვიროვორები" შესაძლოა ნახშირბადის გადამუშავებას აბალანსებდნენ, თუ ამ ვირუსებს საკვებადმოიხმარენ. მეცნიერთა აზრით, ვირუსისმჭამელების მოქმედება კვებითი ჯაჭვის ქვედა საფეხურიდან ნახშირბადს მაღლა ანაცვლებაში ეხმარება.
"ვიროვორები" ყოველდღიურად ტრილიონობით ვირუსს ჭამენ
დელონგის თქმით, პატარა გუბეშიც კი ინფუზორიებს ყოველდღიურად 10 ტრილიონი ვირუსის ჭამა შეუძლიათ.
"თუ მიახლოებით წარმოიდგენთ და გაამრავლებთ ვირუსების რაოდენობას ინფუზორიების რაოდენობაზე და დაფიქრდებით, რამდენი წყალია დედამიწაზე, აღმოაჩენთ, რომ კვებით ჯაჭვში ეს ენერგიის უზარმაზარ ტრანსფერს იწვევს. თუ ეს პროცესი ისეთი მასშტაბით მიმდინარეობს, როგორსაც ვვარაუდობთ, ეს ნახშირბადის ციკლზე ჩვენს წარმოდგენებს რადიკალურად ცვლის", — განაცხადა მეცნიერმა
წარსულში ძალიან ცოტა მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ვირუსისმჭამელები არსებობდნენ. ეს 1980-იანი წლების შემდეგ ჩატარებული ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა. ვირუსისმჭამელი ორგანიზმების მიკრობებზე, კვებით ქსელებსა და ეკოსისტემებზე გავლენის კვლევას აქამდე ყურადღება თითქმის არ ეთმობოდა.
დელონგს კვლევა აჩვენებს, რომ ვირუსები მხოლოდ ნახშირბადისგან არ შედგებიან და აზოტის, ფოსფორისა და ნუკლეინის მჟავების დამსახურებით, კვებითი ღირებულება მათაც შეიძლება ჰქონდეთ.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა
კომენტარები