შექმნეს ლაზერული კალამი, რომელიც ჰაერის წვის საშუალებით წერს
ჩინელმა მკვლევრებმა შექმნეს მძლავრი ლაზერი, რომელსაც, ფაქტობრივად, ჰაერის წვით ფორმების გამოსახვა შეუძლია.
უჩვეულო ლაზერი უხანში Hongtuo Joint Laboratory-ის მკვლევრებმა შექმნეს. ამ გამოგონებამ, შესაძლოა, განვითარებული ჰოლოგრამის ტექნოლოგიასთან მიგვაახლოვოს.
მაღალი ინტენსივობის ლაზერული იმპულსები ფოკუსირდება ჰაერში, რათა პლაზმა, იონიზებული გაზი შექმნას, რომელიც ენერგიას სინათლის სახით ასხივებს.
გუნდს არ დაუზუსტებია, თუ როგორ გამოიყენება 3D სკანერი პიქსელური წერტილების ჰაერში ზუსტად განსალაგებლად და მათთვის ასოების ფორმის მისაცემად.
მოკლე იმპულსების ხანგრძლივობა დაახლოებით ფემტოწამია, რაც ერთი წამის დაახლოებით მეკვადრილიონედია (კი, უცნაური სიტყვაა).
თეორიულად, ლაზერული კალმის სიმძლავრეს იმპულსის წარმოუდგენლად მოკლე ხანგრძლივობის დამსახურებით პიკში მილიონ მეგავატამდე მიღწევა შეუძლია. ამ რიცხვის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ეს დაახლოებით აშშ-ის ელექტროენერგიის წარმოების სრული შესაძლებლობის ტოლია.
მკვლევრების თქმით, მეთოდი შესაძლოა გამოვიყენოთ კვანტურ გამოთვლებში, ტვინის ვიზუალიზაციასა და სხვა მრავალ საქმეში.
"ახალი მოწყობილობის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ ჰაერში კალმისა და ფურცლის გარეშე. ეს ათწლიანი შრომისა და კვლევის კულმინაციაა", — განაცხადა ცაო სიანგტუნგმა, Hongtuo Laboratory-ის წამყვანმა მკვლევარმა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შეძლეს, 3D სკანირების საშუალებით პიქსელებისათვის ჩინური იეროგლიფების სახე მიეცათ, თუმცა მეთოდი სრულად არ აღუწერიათ.
რაში ვიყენებთ ლაზერებს?
მეცნიერები და რიგითი მოქალაქეები ლაზერებს მრავალი მიზნით იყენებენ. ჩვენ (უბრალო ხალხი) მათ ძირითადად ვიზუალური ჩვენებისთვის ვიყენებთ, თუმცა მეცნიერებს უფრო საინტერესო მიზნები აქვთ. მაგალითად, ასეთებია ლაზერის თავდაცვის, კვანტური გაგრილების და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისტორიის შემონახვის მიზნით გამოყენება.
ევროკავშირის დაფინანსებით, მკვლევართა ჯგუფმა წამოიწყო პროექტი ELI (Extreme Light Infrastructure) Beamlines, რომლის ფარგლებშიც ისინი ახალი თაობის ლაზერის შექმნას აპირებენ. გეგმის მიხედვით, ის 100 000-ჯერ მძლავრი იქნება, ვიდრე მსოფლიოში არსებული სხვა ნებისმიერი მსგავსი მოწყობილობა ჯამურად.
ასევე, არსებობს ლაზერი Rheinmetall-იც, რომელიც ორი ლაზერული მოდელისგან შედგება და Oerlikon Revolver Gun საჰაერო თავდაცვის სისტემაზეა განლაგებული. Rheinmettal-ის BST (Beam Superimposing Technology) ტექნოლოგიის დახმარებით, 20 და 30 კილოვატიან ლაზერულ იარაღებს კონკრეტულ სამიზნეზე ფოკუსირება შეუძლიათ, რაც ერთ 50 კილოვატიან ლაზერს ქმნის. კომპანიის მიზანი ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა.
ასევე იხილეთ: მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლაზერი შეიძლება უცხოპლანეტელების მრუდე დისკების დასაფიქსირებლად გამოიყენონ
ამიერიდან კი მეცნიერების დამსახურებით ლაზერის საწერად გამოყენებაც შეგვეძლება.
კომენტარები