რამდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი ტვინისთვის და რას განსაზღვრავს ის — კვლევა
დემენცია არის დაავადება, რომელიც მზარდია და მთელ მსოფლიოში 55 მილიონ ადამიანს აწუხებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში D ვიტამინის დონე კოგნიტურ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი. შესაბმისად, ტვინი, რომელსაც აქვს D ვიტამინის უფრო მაღალი დონე, ბევრად უფრო ჯანმრთელია.
პირველი კვლევა ტვინში D ვიტამინის ეფექტზე
აშშ-ში ტუფტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასრულეს პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის ტვინში D ვიტამინის დონეს. კვლევა მოიცავდა მოზარდებს, რომლებიც განიცდიდნენ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც ტვინში D ვიტამინის მაღალი დონე ჰქონდათ, უფრო მაღალი კოგნიტური უნარები გააჩნდათ.
"ეს კვლევა გვეუბნება, რომ საკვები და ნუტრიენტები მნიშვნელოვანია ტვინისთვის რათა დაცული იყოს ისეთ დაავადებებისგან როგორიცაა ალცჰაიმერი და დემენცია", — თქვა სარა ბუტმა, წამყვანმა მკვლევარმა და Jean Mayer USDA Human-ის დირექტორმა.
D ვიტამინის მნიშვნელობა
ვიტამინი D არის ნუტრიენტი, რომელიც ცხიმშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შენახვა შესაძლებელია ორგანიზმში და ასევე ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას. წყალში ხსნადი ვიტამინებისგან განსხვავებით, ვიტამინი D არ იხსნება წყალში და საჭიროა ცხიმთან შერწყმა, რათა ორგანიზმმა შეიწოვოს.
ეს ვიტამინი ხელს უწყობს კბილების და ძვლების განვითარებას კალციუმის და ფოსფორის შეწოვის გზით. ის ასევე ეხმარება იმუნურ სისტემას. თუმცა, უკვე ახლა მკვლევრებმა იციან, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კიდევ ერთი სარგებელი და ეს ტვინის დაბერებასთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, ის ერთგვარი ტვინის დამცავია. D ვიტამინი გვხვდება საკვებში, როგორიცაა ცხიმოვანი თევზი და სასმელები, როგორიცაა რძე და ფორთოხლის წვენი.
პირველი მსგავსი კვლევა
კონკრეტული კვლევა პირველია, რომელმაც აჩვენა, რომ D ვიტამინის ყოფნა ტვინში მასზე დადებითად აისახება. ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც სწავლობს კავშირს დიეტას, D ვიტამინსა და კოგნიტურ უნარებს შორის, მაგრამ ის პირველია, რომელიც აკავშირებს D ვიტამინის კონცენტრაციას შესაძლო კოგნიტურ დაქვეითებასთან.
"ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, არის თუ არა D ვიტამინი ტვინში და თუ არის, როგორ უკავშირდება ეს კონცენტრაციები კოგნიტურ შესაძლებლობებს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა
მკვლევრებმა 290 ადამიანის ტვინის ქსოვილის ნიმუშები შეისწავლეს. ეს მოიცავდა ალცჰაიმერის დაავადების გრძელვადიან კვლევას, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო. ამის შემდეგ, აშშ-ში რაშის უნივერსიტეტის გუნდმა შეაფასა კვლევის მონაწილეთა კოგნიტური ფუნქცია.
ტაფტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოიძიეს ვიტამინი D ტვინის ოთხ ნაწილში, რომელთაგან ორი დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან, ერთი დემენციასთან, ხოლო ბოლო რეგიონს არ ჰქონდა კავშირი კოგნიტურ დაქვეითებასთან.
მთლიანობაში, მკვლევრებმა ორი უპრეცედენტო აღმოჩენა გააკეთეს. პირველ რიგში, მათ აღმოაჩინეს, რომ D ვიტამინი არის ტვინის ქსოვილში, ხოლო მეორე ფაქტორი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკეთეს კოგნიტურ ფუნქციებს.
კვლევა ჟურნალ Alzheimer's & Dementia-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები