საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმალება ჩირგვებში

პაატა მანჯგალაძე

13 Dec. 2022, 13:48

მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება. რა მშვიდობაზე საუბრობთ, ამ მშვიდობაში თქვენი დამსახურება ისაა, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ნაძვის ხესთან და ქუჩაში. სინამდვილეში, ეს მშვიდობა მოიტანა იმ ბიჭებმა, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და სიძლიერისთვის იბრძვის.

მშვიდობა მოტანილია თავისუფლების მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლითაც გგლეჯდა 2008 წელს და აპირებდა დაგლეჯას, თუ წარმატებას განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია უკრაინაში. მშვიდობა განპირობებული არა თქვენი კუდის ქიცინის პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა. 

როცა ამჟღავნებ თავშივე, რომ მზად ხარ, მშვიდობისთვის გადაიხადო, მათ შორის, თავისუფლების ფასი, ამით ზრდი ომის საფრთხეს. რადგან მტერს ეუბნები, რომ მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და გადავიხდი ყველანაირ ფასს. 

საქართველოში არ არსებობს ძალა, ვისაც უნდა მეორე ფრონტი. მით უმეტეს, ოპოზიციაში. თუ ვინმე ზრდის რისკებს ომის და ბრძოლის, არის კუდის ქიცინის პოლიტიკა, სიმხდალის გამოვლინების პოლიტიკა. რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობა არ არსებობს, თავისუფლების და ღირსების გარეშე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ…