გირჩი

12 Dec. 2022, 19:03

ჩვენ წლებია ვებრძვით მონობას. მონობა ადამიანის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია. ჯარისკაცობის იძულება (სავალდებულო გაწვევა) მონობაა. ჯარში ის ადამიანები უნდა მსახურობდნენ, ვისაც სურს ქვეყნის დაცვა პროფესიად გაიხადოს. ხოლო პროფესია დაფასებულია, როდესაც ის ნებაყოფლობითი და მაღალანაზღაურებადია.

დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ ოფისში მოდის, ხელს აწერს პეტიციას სავალდებულო ჯარის გაუქმების თაობაზე. ათასობით პეტიცია გვაქვს დაგროვებული.
ამ თემაზე ჩვენ ველაპარაკებით პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგვეცვა ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დავეხმარეთ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მივიღეთ, ამომრჩევლის გულისწყრომა, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა, რამაც შესაძლებელი გახადა პრემიერ მინისტრის ასეთი ტიპის განცხადება და ინიციატივა.

მიგვაჩნია, რომ მარტო გირჩს არ შეუძლია დაიცვას "ბიბლიური თავისუფლება" იმ პირობებში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ მოვუწოდებთ ათიათასობით მონობისგან დახსნილ ადამიანს ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია და ჩვენთან ერთად დაიცვას ერთხელ მოპოვებული თავისუფლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  3. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  4. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
  5. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"საქართველოსთვის": "ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება

"ოცნების სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ…