გირჩი

31 Oct. 2017, 14:26

სინამდვილეში, უმცირესობების მხარდაჭერის თითქმის ყველა ფორმა - ვინმეს ზედმეტად ხშირი ან დემონსტრაციულიც რომ ეჩვენებოდეს - მარტივ იდეას ემსახურება: დაუშვებელია უმცირესობების შევიწროება.

ასეთი იყო გურამ კაშიას მიერ ლგბტ სამკლაურის სიმბოლური ტარებაც, რაც თავად კაშიამ გასაგებად ახსნა განცხადებაში. შევიწროების დაგმობა არ არის ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება და რომც იყოს, უშედეგო იქნებოდა, რადგანაც ორიენტაცია მოწოდებებით არ ყალიბდება.

გურამ კაშიას მიერ საკუთარი პოზიციის არაორაზროვნად ახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით კაშიამ გამორიცხა ცინიკური ვერსიები, თითქოს "ევროპულ კლუბს უბრალოდ უარს ვერ ეტყოდა", საკუთარ თავზე აიღო გაუთლელი ჰომოფობების აგრესია, და პირველად საქართველოს ისტორიაში, უბიძგა უამრავ საჯარო პირს ღიად გამოეხატა ჯანსაღი პოზიცია.

გვსურს მადლობა ვუთხრათ ამისთვის გურამს, ხოლო იმ "პატრიოტთა მარშელებს", ვინც უანგაროდ მარშირებს, მოვუწოდებთ ნაკლებ პუტინისტურ სისულელეს უყურონ და მშვიდად დაიძინონ, უკნიდან მოპარული ჯანიანი ევროკავშირელის შიშის გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება

ილონ მასკის უფროსმა შვილმა, ვივიან უილსონმა, ესპანური მოდის ბრენდი Desigual-ის ხელოვნური ინტელექტის საწინააღმდეგო…