Startup drive-ის 70 000-ლარიანი გრანტი ავტომობილებისათვის შექმნილმა სასწრაფო დახმარების აპლიკაციამ მოიპოვა
SOS AUTO — სასწრაფო დახმარების აპლიკაციაა ავტომობილებისთვის
თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მეშვეობით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური აპლიკაცია გაჩნდება. SOS AUTO — ეს არის ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით შესთავაზებს. სტარტაპის იდეა და ახლა უკვე თეგეტას 70 000-ლარიანი დაფინანსებაც ნათია შუბითიძეს ეკუთვნის, რომელსაც ახალ წამოწყებაზე ფიქრისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა.
"დაახლოებით 1 წლის წინ დედასთან ერთად ვმგზავრობდი, როცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მანქანა ანანურში გაგვიჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან არც ისე შორს ვიყავით, დაახლოებით 3 საათი ველოდეთ დახმარებას. იმდენად დიდი დისკომფორტი შეგვიქმნა ჯერ ძებნის და შემდეგ ლოდინის პროცესმა, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა SOS AUTO-ს შექმნის იდეა", — ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი.
ნათიას იდეა ჯერ პირად ჩანაწერებში მოხვდა, Startup Drive-ის აქსელერაციის პროგრამის გამოცხადების შემდეგ კი საკონკურსო პროტოტიპად იქცა და რეალურ ბიზნესპროექტად ჩამოყალიბდა. როგორც სტარტაპის ავტორი ამბობს, სწორედ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებით და სწორად ათვისებული შესაძლებლობებით გახდა SOS AUTO ჟიურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი.
"პრეაქსელერაციის ეტაპზე შევძელით და მოვახდინეთ იდეის ვალიდაცია, ბაზრის კვლევა, რეალური მომხმარებლისა და შემსრულებლის პრობლემების გაანალიზება. ვფიქრობ, ჟიურისთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ის შედეგები და მაჩვენებლები იყო, რომლებსაც ამ პერიოდში მივაღწიეთ. დემო დღეზე თითოეული სტარტაპი საკმაოდ მომზადებული გავიდა, კონკურენცია ნამდვილად ძლიერი იყო, თუმცა წარმატების მოლოდინი მაინც მქონდა. ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელება ძალიან ემოციური აღმოჩნდა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ კომპანიას მოსწონს შენი იდეა და მასში ინვესტიციას დებს", — თქვა ნათიამ.
თეგეტას ინვესტიციით SOS AUTO შეძლებს და დაახლოებით 6 თვეში გაუშვებს აპლიკაციას, რომელიც ჯერ მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბების ხედვა უკვე არსებობს. როგორც დაგეგმილია, ინოვაციური აპლიკაცია სრულად ჩაანაცვლებს საგზაო დახმარების მოძიებისა და ლოდინის მოძველებულ პროცესს, როცა მომხმარებელს უწევს კომპრომისებზე წასვლა და მიღებულით დაკმაყოფილება.
"ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პლატფორმა და ევაკუატორის ყიდვისა და ავტოასისტენტების აყვანის გარეშე გავხდეთ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი ავტოდახმარების კომპანია, მრავალფეროვანი მომსახურებებით. ამის რეალური პერსპექტივა არსებობს, რადგან ჩვენ დავიკავებთ ნიშას, რომელიც თავისუფალია. SOS AUTO მომხმარებელს შესთავაზებს სრულ გზისპირა დახმარებას: ევაკუატორის გამოძახებას, საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვას, ჩაკეტილი ავტომობილის გაღებას და მძღოლის მომსახურებას. ის განკუთვნილი იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე შპს-ებისთვის, ყველასთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს.
დაუჯერებელია, რომ ახლა სულ რაღაც ერთი წლის წინ თავში გაელვებულ იდეაზე ვსაუბრობთ. რომ არა Startup Drive, ალბათ მიზანს მაინც მივაღწევდი, მაგრამ ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მომიწევდა. ამ გამარჯვებით კი საოცნებო ბიზნესი რეალობად უკვე იქცა, ახლა მხოლოდ მომავალი გამარჯვებებისკენ და უფრო დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზას ვხედავ“, — აღნიშნა ნათიამ.
Startap Drive თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
-
"შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო "შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო
გადახედვა
-
რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს
გადახედვა
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი? მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი?
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს
გადახედვა
-
ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება
გადახედვა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები