NASA-ს ყოფილმა ინჟინერმა კვერცხი კოსმოსიდან ჩამოაგდო — ნახეთ, რა მოხდა
NASA-ს ყოფილმა ინჟინერმა და ახლა უკვე YouTube-ერმა შექმნა ვიდეო, რომელშიც დოკუმენტირებულია ახლო კოსმოსში კვერცხის გაგზავნის მცდელობა, რათა შეამოწმოს, გატყდება თუ არა იგი დაშვებისას.
მარკ რობერს სურდა, გაეტესტა, გადაურჩებოდა თუ არა კვერცხი ახლო კოსმოსიდან ან სტრატოსფეროდან მატრასზე დაშვებას. რობერმა თავის გუნდსა და ნასას Jet Propulsion Laboratory-ის (რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია) ყოფილ პერსონალთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი მოიცავდა რაკეტის ფორმის სატრანსპორტო საშუალების წვერზე მოთავსებულ კვერცხს, რომელიც სტრატოსტატით 30,5 კმ-ის სიმაღლეზე აიტანეს. რაკეტა, რომელიც აღჭურვილი იყო ფრთებით, უმიზნებდა მატრასს და ჩამოაგდებდა კვერცხს თავისუფალი ვარდნისთვის, დაახლოებით, 100 მეტრიდან.
შეიძლება, ამის გაკეთება მარტივი გეგონოთ, თუმცა ცდებით. ამ ექსპერიმენტს მოჰყვა რთული, სამწლიანი ოდისეა "სულელური წარუმატებლობებით", GPS პრობლემებით, მეცნიერების ძიებაში დაკარგული კვერცხებითა და მრავალი სხვა მარცხით. უამრავმა წარუმატებლობამ, საბოლოოდ, გამოიწვია ის, რასაც რობერმა უწოდა "ზარი მეგობართან". ეს მეგობარი ადამ შტელცნერი, ნასას ინჟინერი იყო, რომელიც მუშაობდა რამდენიმე საფრენ პროექტზე, მათ შორის: Galileo-ზე, Cassini-ზე, Mars Pathfinder-სა და Mars Exploration Rovers-ზე.
ამ კალიბრის დამხმარის ყოლით, გასაკვირი არაა, რომ რობერის ექსპერიმენტმა წარმატებას მიაღწია: კვერცხი გადარჩა! რობერის 27-წუთიან ვიდეოს, რომელიც 25 ნოემბერს დადო, უკვე 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ვიდეოს უყურეთ და თავად შეამოწმეთ, რამ გამოიწვია ამხელა აურზაური.
კომენტარები