ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
სულ მალე საქართველოში გაჩნდება ინოვაციური აპლიკაცია CARTUNE, რომელიც ავტომომხმარებლებსა და ავტოხელოსნებს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, თომა ფირცხელანისა და მიხეილ თენიეშვილის, ერთი წლის წინათ გაჩენილი სტარტაპ იდეა, იმაზე მალე იქცევა რეალობად, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სწორედ CARTUNE გახდა თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის მთავარი საპრიზო ადგილისა და 100 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი. ამ გამარჯვებით ახლა უკვე შვიდი სტუდენტისგან შემდგარი გუნდისთვის ძალიან შორეული და საოცნებო ბიზნესის დასაწყისი ხვალინდელი დღის გეგმად იქცა.
"დღეს ყველა მცირე ბიზნესს სტარტაპს ეძახიან, თუმცა ეს ასე არ არის. მგონია, რომ, სანამ საკუთარ სტარტაპს არ შექმნი, ვერ მიხვდები, ზუსტად რაზეა საუბარი. შესაბამისად, როგორც კი Startup Drive-ის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ასე გაჩნდა და დამუშავდა CARTUNE-ის იდეა. მაგრამ მხოლოდ იდეა არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ ემსახურები მას. მადლიერები ვართ, რომ თეგეტამ დაინახა ჩვენი მონდომება, გაწეული შრომა და თავდადება. ეს გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვიტვირთოთ ის", — ამბობს თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი
თუმცა, შრომისა და თავდადების გარდა, მთავარი, რის გამოც ჟიურიმ CARTUNE გამარჯვებულად დაასახელა, ინოვაციური იდეა და პერსპექტივაა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს როგორც ავტომობილის მფლობელებს, ისე ავტოხელოსნებს. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ძიების სწრაფ და მარტივ პროცესს შესთავაზებს. აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ავტომობილის ხელოსნების შედარება ფასის, ადგილმდებარეობის, თავისუფალი ადგილისა და სანდოობის მიხედვით. სანდოობას კი მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს.
"მსოფლიოში CARTUNE-ის ანალოგი, რის მიხედვითაც შეგვიძლია პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, უკვე არსებობს. bookmygarage.com ბრიტანული სტარტაპია, რომელიც 6 მილიონი ავტომობილის მძღოლსა და 20,000 ავტოსახელოსნოს ემსახურება, რაც, თავის მხრივ, ბრიტანული ავტოსერვისების ბაზრის 20%-ს გულისხმობს. ჩვენ ვაკვირდებით მათ განვითარებას, ბევრს ვსწავლობთ მათგან და ვცდილობთ, საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.
მოგებული 100 000 ლარი კი გვაძლევს საშუალებას, მეტად განვავითაროთ პროდუქტი, რათა ზუსტად დავინახოთ მომხმარებლის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. 6 თვის ვადაში უკვე გვექნება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი ავტოსახელოსნო იქნება რეგისტრირებული და რომელიც მძღოლების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. 6 თვის შემდეგ კი უკვე მზად ვიქნებით, დავიწყოთ გლობალური ბაზრის ათვისება", — ამბობს თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი.
Startup Drive-ის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამთვიან სააქსელერაციო პროგრამაში. როგორც თომა ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა, რომლებსაც დღემდე იყენებენ სტარტაპის სწორად განვითარებისთვის.
დიდ გამარჯვებასთან ერთად, CARTUNE-ის გუნდის მიზნებიც უფრო დიდი და ამბიციური გახდა. სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაც გასცდებიან და რეგიონში მეზობელ ქვეყნებს შესთავაზებენ ინოვაციურ პლატფორმას.
"ეს გამარჯვება ჩვენთვის არის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ნათელია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. როცა იდეაზე და მის განხორციელებაზე ფიქრს იწყებ, არ არის აუცილებელი, გზას მთლიანად ხედავდე. მეტიც, ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, გზა ნათლად ჩანდეს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიდგინო, რა ხდება ერთი ნაბიჯით წინ. ნუ იდგებით ერთ ადგილზე, გადადგით ეს ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი და გზაც აუცილებლად გამოჩნდება", — თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი.
Startap Drive თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
-
"შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო "შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო
გადახედვა
-
რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს
გადახედვა
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე? როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება
გადახედვა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
კომენტარები