ახალი კვლევის თანახმად, ნეანდერტალელების გადაშენება ჩვენთან შეჯვარებამ გამოიწვია
როგორც ჩანს, მიზეზი სექსშია და არა ომში
მკვლევრების თქმით, მათ ნეანდერტალელების გადაშენების საბოლოო მიზეზი გაარკვიეს. ამის მიზეზი არ იყო ომები თუ სასტიკი მტაცებლები, საქმე სექსშია — ჰომო საპიენსებთან სექსში!
ჟურნალ PalaeoAnthropology-ში გამოქვეყნებულმა ახალმა ნაშრომმა ყველაფერში ნეანდერტალელების ჰომო საპიენსებთან შეჯვარება დაადანაშაულა.
"ჩვენი ცოდნა ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის ურთიერთქმედების შესახებ ბოლოს დროს გაიზრდა, მაგრამ ჯერ კიდევ იშვიათია მეცნიერული განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა შეჯვარება ჯგუფებს შორის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ფაქტს შეეძლო ნეანდერტალელების გადაშენება გამოეწვია, თუ ისინი რეგულარულად შეჯვარდებოდნენ ჰომო საპიენსებთან. ამით ისინი თავიანთ იდენტობას დაკარგავდნენ და საბოლოოდ გადაშენდებოდნენ", — თქვა პროფესორმა კრის სტრინგერმა, კვლევის ავტორმა
როგორ შეხვდნენ და ურთიერთობდნენ სახეობები
მაშინ, როდესაც ნეანდერტალელების ნამარხები აღმოაჩინეს ევროპისა და აზიის მასშტაბით, ჩვენი წინაპრები აფრიკაში განვითარდნენ, დაახლოებით 600 000 წლის წინ. გენეტიკური მონაცემების მიხედვით, ეს ორი სახეობა პირველად ერთმანეთს 250 000 წლის წინ შეხვდა, როდესაც ჰომო საპიენსი აფრიკიდან წამოვიდა
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რას იფიქრებდა ჰომო საპიენსი, როდესაც პირველად ნეანდერტალელს შევხვდებოდა. ენობრივი განსხვავებები ალბათ იმაზე დიდი იქნებოდა, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ეს იმ დაშორებისა და დისტანციის გათვალიწინებით რაც ამ ორ სახეობას შორის იყო", — ამბობს სტრინგერი.
მაშ, რა სახის კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა ამ ორ სახეობას?
ნეანდერტალელებს ჰქონდათ თავიანთი ბიოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო კომუნიკაციასთან. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ურთიერთობდნენ ისინი, სახეობათა შეხვედრას შეჯვარება და ერთობლივი გამრავლება მოჰყვა, ამაზე გენეტიკური მონაცემები მეტყველებს.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის
იყო თუ არა შეჯვარება წარმატებული?
წარმატებული იყო თუ არა შეჯვარება, ეს დამოკიდებულია გამრავლებაზე. არ არსებობს მტკიცებულება ჰომო საპიენსის გენეტიკაზე გვიან ნეანდერტალელების გენომებში 40-60 000 წლის წინ.
თუმცა, მეცნიერებმა იციან, რომ ჩვენი სახეობა ნეანდერტალელებთან შეჯვარებულია. გენები, რომლებიც დღეს ჩვენშია, არ არის ზუსტად ისეთი როგორიც ის აფრიკიდან წამოსვლისას იყო. აფრიკიდან წამოსულ ჰომო საპიენსებში დღეს ნეანდერტალელების გენებიც გვხვდება.
კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გვეუბნება, რომ მიტოქონდრიული დნმ-ის ნაკლებობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღება მდედრობითი სქესისგან, მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ მამრობითი სქესის ნეანდერტალელებსა და მდედრობითი სქესის ჰომო საპიენსს შეეძლოთ შეწყვილება. ეს ნიშნავს, რომ გენები ცალმხრივად ვრცელდებოდა
"ჩვენ არ ვიცით რატომ გადაეცემოდა მხოლოდ ნეანდერტალელების გენები ჰომო საპიენსებს. შესაბამისად, რაც მეტი ნეანდერტალელის გენომის თანმიმდევრობა გაიშიფრება, ჩვენ უნდა შევძლოთ დავინახოთ, გადაეცა თუ არა ჰომო საპიენსის დნმ ნეანდერტალელებს და ვაჩვენოთ არის თუ არა ეს იდეა ზუსტი", — ამბობენ მკვლევრები.
ამ ეტაპზე კი მათ მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელების საბოლოო გაქრობა შეიძლება სწორედ შეჯვარებასთან იყოს დაკავშირებული და იმასთან რომ ნეანდერტალელები დროსთან ერთად ჰომო საპიენსებს შეერწყნენ. ამით ნელ-ნელა დამოუკიდებლი სახეობა გაქრა.
კომენტარები