შერჩევითი დავიწყება: ახალი აღმოჩენა კონკრეტული მოგონებების დავიწყებაში დაგვეხმარება
ძილის დროს ადამიანებისთვის მუსიკის დაკვრა ეხმარება მათ დაივიწყონ უარყოფითი მოგონებები, აჩვენა PsyArXiv-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ. იორკის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმული და ინტრუზიული მეხსიერების შემცირების მეთოდების შემუშავება.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ძალიან ექსპერიმენტულია, ჩვენი კვლევის შედეგები პერსპექტიულია. ის აჩვენებს, რომ შეგვიძლია გავზარდოთ და შევამციროთ კონკრეტული მოგონებები კონკრეტული ბგერების გამოცემით, როდესაც ინდივიდს სძინავს", — თქვა დოქტორმა ბარდურ იოენსენმა პრესრელიზში, კვლევის პირველმა ავტორმა.
"ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს ტრავმა, შეიძლება აწუხებდეთ შფოთვითი სიმპტომები და ეს ცუდი მოვლენების მოგონებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ჩვენმა აღმოჩენამ შესაძლოა გზა გაუხსნას ახალ ტექნიკას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არსებულ თერაპიებთან ერთად", — ნათქვამია განცხადებაში.
სიტყვა "ჩაქუჩი" მშვიდად ჩაესმოდათ ძილის მე-3 სტადიაში მყოფ პაციენტებს
კვლევისთვის ოცდაცხრა ადამიანს ასწავლეს ასოციაციები სიტყვათა წყვილებს შორის. მათ დაევალათ, დაემახსოვრებინათ სიტყვების წყვილები "ჩაქუჩი — ოფისი" და "ჩაქუჩი - Cardi B".
შემდეგ კვლევაში მონაწილეებმა ღამე იორკის უნივერსიტეტში ძილის ლაბორატორიაში გაატარეს. მონაწილეებს დაბალ ხმაზე ასმენინებდნენ სიტყვას, რომელიც მიუთითებდა წყვილში არსებულ ობიექტზე — ამ შემთხვევაში ჩაქუჩი — როგორც კი ისინი შევიდნენ ძილის მესამე ეტაპზე, ასევე ცნობილ როგორც ღრმა ძილი.
მეცნიერები ასევე ავითარებენ "შერჩევითი დამახსოვრების" მეთოდებს
კვლევების თანახმად, წყვილი სიტყვისა და მათთან დაკავშირებული ბგერის მოსმენა, როდესაც მონაწილეებს ეძინათ, დაეხმარა მათ დაემახსოვრებინათ ფრაზები. ეს მაშინ როდესაც მათ გაიღვიძეს. ამრიგად, ამ გზით შეიძლება გამოვლინდეს "შერჩევითი დამახსოვრების" ფორმა.
ახლა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ საპირისპირო, ანუ შერჩევითი დავიწყებაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, მათ შენიშნეს მეხსიერების ზრდა ერთი წყვილისთვის, მაგრამ იგივე მეხსიერების დაქვეითება მეორე წყვილში. ეს მაშინ როდესაც სიტყვის წყვილები ერთმანეთს ემთხვეოდა.
ძილსა და მეხსიერებას შორის კავშირი
ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
კვლევის შედეგებზე, მეცნიერების აზრით, ძილმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დოქტორმა ეიდან ჰორნერმა იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილებიდან და კვლევის წამყვანმა ავტორმა თქვა: "ძილსა და მეხსიერებას შორის ურთიერთობა მომხიბლავია. ჩვენ ვიცით, რომ ძილი გადამწყვეტია მეხსიერების დამუშავებისთვის და ჩვენი მეხსიერება, როგორც წესი, უკეთესია ჯანსაღი ძილის შემდეგ. ამის ზუსტი მექანიზმები გაურკვეველია, მაგრამ ძილის დროს, როგორც ჩანს, ტვინში მნიშვნელოვანი კავშირები მყარდება და უმნიშვნელო კავშირები უგულებელყოფილია".
"ეს კვლევა აჩენს შესაძლებლობას, რომ მსგავსი პროცესი შეიძლება გამოვიყენოთ მტკივნეული მეხსიერების შემცირებაში", — ამბობენ მკვლევრები.
როგორი იქნება მომავალი
"ჩვენი კვლევის შემდეგი ნაბიჯები არის იმის დადგენა, თუ როგორ იწვევს ეს მინიშნებები დავიწყებას, რათა ჩვენ შევძლოთ ეფექტის ჩართვა და გამორთვა. საინტერესოა რამდენად შეგვიძლია იგივე ტექნიკის გამოყენება რეალურ სამყაროში არსებული მეხსიერების შესუსტებისთვის", — თქვა ჰორნერმა.
საერთო ჯამში, მაშინ, როდესაც ადრე კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს "ხმოვანმა სიგნალებმა" შეიძლება გააძლიეროს გარკვეული მოგონებები, ეს უახლესი კვლევა გვთავაზობს პირველ სერიოზულ მტკიცებულებას, რომ პრაქტიკა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დავიწყებისთვისაც. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები