10 გზა, როგორ გადავეჩვიოთ ახალი წიგნების ყიდვას, სანამ თაროზე ქვეყანა წასაკითხი გვიცდის
ფოტო: Geoff Tice / Dribbble
კარგა ხანს მეგონა, რომ ასე მხოლოდ მე ვიყავი, ყველაფრის თავი და თავი კი სიზარმაცე იყო. მერე სოციალურ ქსელებში აღმოვაჩინე, რომ ახალი წიგნების ყიდვა მაშინ, როცა შინ ნაყიდი და ჯერ კიდევ წასაკითხი ნაწარმოებების კოლექცია გაქვს, ბევრი მკითხველის (თუგინდ ბიბლიოფილის) პრობლემა ყოფილა. ეს პრობლემა ერთდროულად უკავშირდება პროკრასტინაციას, იმავე დღემეხვალიეობას და კომპულსიური ყიდვის აშლილობას, იმავე შოპოჰოლიკობას.
და მაინც — ცდუნება დიდია, მოთმინების ფიალა კი ხშირად სავსე; ჩვენც ხელფასის აღებისთანავე წიგნის მაღაზიაში გავრბივართ და გვინდა, არ გვინდა, ხელში თუ თვალში მოხვედრილ ნებისმიერ წიგნს დაუფიქრებლად ვყიდულობთ. რა ვიღონოთ?
1. შეადგინე წასაკითხი წიგნების სია და მიჰყევი მას
ფოტო: Giphy
წასაკითხი წიგნების სიის (ინგლისური აბრევიატურა TBR) პერიოდულად შედგენა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, დაუგეგმავი ვაჭრობა წიგნის მაღაზიაში თავიდან ავიცილოთ. ამგვარი სია შეგიძლია წლის განმავლობაში რამდენჯერმეც შეადგინო, მაგალითად, რის წაკითხვას აპირებ საზაფხულო შვებულებაში ან წინასაახალწლოდ. ეცადე, სიას მიჰყვე და დროის იმ მონაკვეთში მხოლოდ ის იკითხო, რაც წინასწარ დაგეგმე. სხვათა შორის, უკვე წაკითხულ წიგნს რომ ჩამონათვალში ხაზს გადაუსვამ, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.
2. დაგეგმე ბიუჯეტი
ფოტო: Giphy
წასაკითხი წიგნების გარდა, კარგი იქნება, ბიუჯეტსაც თუ დაგეგმავ. ეს ალბათ უფრო ხშირად მოგიწევს, ყოველი თვის დასაწყისში მაინც. ხელფასის აღებისას კარგი იქნებოდა, წინასწარ გაანაწილო საჭირო თანხები სხვადასხვა საჭიროებაზე, მათ შორის, წიგნებზე. ასე შეძლებ, თავშესაქცევ საკითხავზე დასახარჯი და დახარჯული ფული აკონტროლო და შედეგებიც უფრო ადვილად წარმოიდგინო ("ამ წიგნსაც თუ ვიყიდი, მომდევნო კვირა ვერმიშელზე გადავლა მომიწევს").
3. ითხოვე მეგობრისგან ან ბიბლიოთეკიდან
ფოტო: Giphy
არცთუ იშვიათად წიგნს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ იმ მომენტში ვინმემ გვირჩია, ან სადღაც მოვკარით თვალი. ასეთ შემთხვევაში, როცა უცნობი წიგნის ყიდვის დაუოკებელი სურვილი გვიპყრობს, შეგვიძლია, ის ჯერ ნაცნობ-მეგობრებში ან ბიბლიოთეკებში მოვიძიოთ. თაროზე უამრავი წიგნი მაქვს, რომლის ყიდვასაც ვნანობ — განა ცუდია და იმიტომ — უბრალოდ, მხოლოდ ერთხელ წავიკითხე და ამის მეორედ გაკეთების სურვილი აღარ გამჩენია. ჰოდა, აჯობებდა, ბიბლიოთეკიდან მეთხოვა, ფულიც დამეზოგა და ადგილიც წიგნის კარადაში.
4. სასტიკი უარი თქვი რეკომენდაციებზე
ფოტო: Giphy
წინა აბზაცში რჩევები ვახსენეთ — მე კი გირჩევდი, რეკომენდაციებს შეძლებისდაგვარად მოერიდო. ეგ კი არა, ეცადე, ბიბლიოფილების გარემოცვაში წიგნზე სიტყვა არ ჩამოაგდო, თორემ აუცილებლად გამოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც დაჟინებით გეტყვის, ეს უნდა წაიკითხოო. მმ, არა, მანამდე ქვეყანა წასაკითხი მაქვს.
5. მოიძიე სასურველი წიგნის მსგავსი საკითხავი თაროზე
ფოტო: Giphy
თუკი სასურველ წიგნს ვერც ბიბლიოთეკაში მივაკვლიეთ და არც ჩვენს რომელიმე მეგობარს აღმოაჩნდა, იმედს არ ვკარგავთ და წიგნის მაღაზიაში მაინც არ გავრბივართ. დაფიქრდი, კონკრეტულად იმ წიგნის წაკითხვა გინდა თუ მისი მსგავსი, იმავე ჟანრის ან თემატიკის ტექსტის. ასეთ დროს კარგი აზრია, საკუთარ თაროს მიუბრუნდე და მსგავსი წიგნი შეარჩიო. თუ ეს დამოუკიდებლად ვერ შეძელი, ჩვენს ფეისბუქჯგუფს შემოუერთდი და რამე საშენოს აუცილებლად გირჩევთ.
6. ნახე ფილმი ან სერიალი
ფოტო: Giphy
რატომღაც არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ "ჯერ წიგნის წაკითხვა ჯობს". არადა, ცუდი არაფერია იმაში, თუკი სასურველ ნაწარმოებს ეკრანიზაციით "მოსინჯავ". ცხადია, ცუდი ეკრანიზაციებიც არსებობს, მაგრამ ფილმი ან სერიალი დაახლოებით წარმოდგენას მაინც შეგიქმნის, ნამდვილად გინდა თუ არა პირველწყაროს წაკითხვა. ისე კი, თუ სპოილერებს უფრთხი, შეგიძლია, მხოლოდ ნაწყვეტები ნახო, ან ბოლო ოც წუთს აღარ უყურო.
7. წერე თავად
ფოტო: Giphy
არ მეგულება მკითხველი, რომელსაც თუ არაფერი დაუწერია, ამაზე არ უფიქრია მაინც. ამბების მოყოლა და მოსმენა ხომ ადამიანების ერთ-ერთი მოთხოვნილებაა. ჰოდა, რატომაც არ უნდა ცადო? წიგნის მაღაზიაში სტუმრობით დროის და ფულის დაკარგვას არ ჯობია, შინ დარჩე და თუნდაც ბიბლიოფილ პერსონაჟზე დაწერო? ამ საქმემ შეიძლება ისე ჩაგითრიოს, ახალი წიგნის კი არა, საჭმლის ყიდვაც კი დაგავიწყდეს.
8. ისარგებლე ელექტრონული ან აუდიო წიგნით
ფოტო: Giphy
თუ ელექტრონული ან აუდიო წიგნის მოხმარება არაერთგზის გიცდია და ვერაფერს გახდი, ეს აბზაცი შეგიძლია გამოტოვო. უბრალოდ, მაინც შეგახსენებდი, რომ ასეთი ფორმატის წიგნები უფრო იაფი ღირს, ამასთან, არც შენს თაროზე მოითხოვს ადგილის გამოყოფას. ბოლო-ბოლო, თუკი წაკითხული ელექტრონული წიგნი ძალიან მოგეწონება, შეგიძლია, მისი ფიზიკური ასლიც იყიდო.
9. მოერიდე წიგნის მაღაზიის მახლობელ ადგილებს
ფოტო: Giphy
უცნაური რჩევა კია, მაგრამ მე მაინც მითქვამს. ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ახლომახლო წიგნის მაღაზია რომ მეგულება, ცდუნებას ძნელად თუ ვუძლებ ხოლმე. ამიტომ, დისტანციის დაცვას მაინც ვამჯობინებდი. ისე კი, თუ თავი მაინც ამოყე წიგნის მაღაზიაში, გირჩევ, ცოტა ხნის წინ ნაყიდი და წაუკითხავი წიგნები დაათვალიერო; უბრალოდ, შეხსენება, რომ შინ საქმე თავზე საყრელად გაქვს.
10. თაროს რეორგანიზაცია ყოველთვის კარგი აზრია
ფოტო: Giphy
ჩემთვის ეს ყველაზე ეფექტური გზაა, რომ ახალი წიგნის ყიდვა გადავიფიქრო. ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმეც კი ვაწყობ და ვაადგილებ წიგნებს თაროზე. ბიბლიოფილებს, ზოგადად, წიგნებთან ურთიერთობის უცნაური მოთხოვნილება აქვთ — მათი ხელში აღების, დაყნოსვის, მოფერების. ჰოდა, მაღაზიაში წასვლას კი ჯობს, თაროზე ჩამომწკრივებულ ყუებს მოეფერო. ამ დროს დავიწყებული შენაძენიც კი შეიძლება აღმოაჩინო — ვუალა, ესეც შენი ახალი წიგნი. ყველაფერი ძველი, კარგად დავიწყებული, ხომ ახალია.
ბონუსი: წარმოიდგინე ყველაზე საშინელი სცენარი
ფოტო: Giphy
ნამდვილად ვერ გაიძულებ, ახალი წიგნის ყიდვის თავიდან ასაცილებლად აპოკალიფსი წარმოიდგინო, მაგრამ ეს მე ნამდვილად მშველის. ჰო, ერთ კვირას ვერმიშელზე გადააგორებ, მაგრამ მთელი თვე?! წიგნის მაღაზიის კართანაც რომ ვიდგე, უკან გამოვბრუნდები.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა

კომენტარები