სალომე ზურაბიშვილი

11 Oct. 2022, 16:04

უნდა ვიცოდეთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჰქვია ევროპული პერსპექტივა, არის ნამდვილად ისტორიული, უდიდესი ცვლილება. ჩვენ მუდმივად გვქონდა მოთხოვნილება, რომ გავმხდარიყავით ევროპული თანამეგობრობის ნაწილი — ეს იყო ჩვენი და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნიდან. დღეს ეს უკვე გადალახული საზღვარია და ჩვენ ვართ მიღებული, აღიარებული, როგორც ამ ოჯახის წევრი, თუ არა ჯერ, როგორც ევროკავშირის სრული წევრი. ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები. ჩვენ გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ და ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პერსპექტივა არის შედეგი იმისა, რაც გააკეთა უკრაინამ, მისი მართლაც თავდადებული ბრძოლისა. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია, ჩვენ მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ გზა ხსნილია და შეგვიძლია, არ დავიშუროთ არანაირი ძალისხმევა, რათა სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს

Anthropic-ის ყოფილმა მკვლევარმა, ჯეიკობ კოქსონმა, კომპანია პროტესტის ნიშნად დატოვა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ…