რამდენი წლისაა ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია? — რას ამბობენ ექსპერტები
ერთი შეხედვით ეგვიპტის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება. თუმცა, ზუსტად რამდენი წლისაა ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავთ ძველ ეგვიპტეს, ამბობს ეიდან დოდსონმა, ეგვიპტოლოგიის პროფესორმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან.
"თუ ჩვენ მას აღვიქვამთ ცივილიზაციად, რომელიც მოიცავს ფარაონთა მეფობას, ენას, რომელიც იეროგლიფებით იყო დაწერილი და რელიგიას, რომელიც საბოლოოდ შეცვალა ქრისტიანობამ, ის დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 100 წელს და დასრულდა დაახლოებით 400 წელს", — განუცხადა დოდსონმა Live Science-ს.
კეტრინ ბარდი, ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და კლასიკური კვლევების დამსახურებული პროფესორი, დაახლოებით მსგავს თარიღზე საუბრობს. "ფარაონული სახელმწიფო დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს", — ამბობს ის.
თუმცა, ადამიანები ეგვიპტის ტერიტორიაზე ძვ.წ 3000 წლამდე ბევრად ადრეც ცხოვრობნენ. "უძველესი ადამიანის არსებობა ნილოსის ველზე დაახლოებით 400 000 წელს ითვლის", — წერს პიერ ვერმეერში, ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
"ეგვიპტეში სოფლის მეურნეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 000 წლის წინ გამოჩნდა. ამასთან, ძვ.წ. 4 100 წლისთვის ეგვიპტეში მუდმივი სასოფლო-სამეურნეო დასახლებები ჩნდება", — ამბობს სალი კატარი, ეგვიპტოლოგიის პროფესორი ონტარიოში.
"აქედან ზოგიერთი დასახლება საბოლოოდ ქალაქებად გადაიქცა. ნაქადა და იერაკონპოლისი გახდა მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრები ძვ.წ. 3500-3000 წლის პერიოდში", — მიაჩნია სტივენ სნეიპინს, ეგვიპტური არქეოლოგიის საპატიო პროფესორს ლივერპულის უნივერსიტეტიდან.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 3 100 წელს ეგვიპტის ეს ქალაქები გაერთიანდა ფარაონის ქვეშ და შეიქმნა დამწერლობის სისტემა, რომელსაც ხშირად იეროგლიფებს უწოდებენ.
რაც შეეხება მმართველს, ეგვიპტელი მღვდელი მანეთო, რომელიც მესამე საუკუნეში ცხოვრობდა წერდა, რომ ერთიანი ეგვიპტის პირველი მმართველი იყო მეფე, სახელად მენესი. თუმცა, თანამედროვე მეცნიერები კამათობენ მენესის ავთენტურობაზე და ეგვიპტის პირველ მმართველად მანეთეოსს მიიჩნევენ.
კომენტარები