ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

დეტალები: ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას მოითხოვს.

  • "წინა წლების მსგავსად, ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების, ფემიციდის შემთხვევების რაოდენობის კლება 2021 წელს აღარ იყო შესამჩნევი", — აღნიშნა ლომჯარიამ.
  • მან გამოყო იმის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ამ საკითხზე ახლახან თემატური სამუშაო ჯგუფი შექმნა.

ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობაა. უფლებადამცველები არაერთი წელია ითხოვენ კანონში ფემიციდის დეფინიციის ჩაწერას.

  • ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, რომ ქალზე და ოჯახში ძალადობაზე კანონს ფემიციდის განმარტება დაემატოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
    სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481.