განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/.

მათ, ვისაც სურს, სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ GBSB Global Business School-ს ესპანეთში.

ფოტო: LEAF

GBSB-ის გლობალური ბიზნეს სკოლა გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს როგორც კამპუსზე (მადრიდი, ბარსელონა), ასევე ონლაინ სწავლების მეთოდით. უნივერსიტეტი აკრედიტებულია ბრიტანული ASIC-ის მიერ, European Council of Business Education (ECBE)-ის მიერ და არის აკრედიტაციის კანდიდატი Accreditation Council for Business Schools and Programs in the USA (ACBSP)-ისა და Association to Advance Collegiate Schools of Business (AACSB)-სგან. გარდა ამისა, GBSB, ასევე, არის ოფიციალური ACCA (the Association of Chartered Certified Accountants) პარტნიორი, ერთადერთი კომპიუტერზე დაფუძნებული საგამოცდო ცენტრი და ოფიციალურ სწავლებას სთავაზობს ესპანეთში. Global Business School-ს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე უნივერსიტეტთან, რომლებიც ასევე ასწავლიან ბიზნესს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე. ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს University of VIC – Central University of Catalonia-სა და Swiss UMEF University-სთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ ორმაგი დიპლომი და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.

სწავლის საფასური საბაკალავრო პროგრამებზე 8750 ევროა, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე 6750 ევროდან 13500 ევრომდე მერყეობს. რაც შეეხება MBA პროგრამას, სწავლის საფასური ამ შემთხვევაში 15000 ევროს შეადგენს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. მონაწილეობის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/.

LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.