ადამიანები ერთმანეთს უკვე მეტავერსშიც ხვდებიან და ეს საკმაოდ უცნაური შეგრძნებაა
მოირგო სოკოს ფორმის სამოსი, შეხვდე კურდღელს, გაერთო და ისაუბრო პოსტ-აპოკალიპტური უდაბნოს ფონზე ან ოკეანის ფსკერზე. ანაც უბრალოდ ბარში იჯდე.
ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული მეტავერსის დეითინგი უკვე გამოშვებულია და მისი გამოყენება სულ უფრო იზრდება. როგორც მადელინე აგელერი წერს The New York Times-ში — გულწრფელად, ეს ძალიან უცნაურია.
"ჩვენ დეითინგის ბაზრის ცვლილება გვსურდა", — თქვა VR დეითინგ მომსახურების Nevermet-ის ხელმძღვანელმა კამ მულენმა, — "სადაც ფიზიკური მიმზიდველობა ადამიანთა ურთიერთობის არა მთავარი, არამედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება".
Nevermet ერთ-ერთი ახალი VR დეითინგ სერვისია, რომელიც Tinder-ისა და Hinge-ის მსგავსად ციფრულ სფეროში ადამიანების ერთმანეთთნ დაკავშირებას ცდილობს. თუმცა მას ციფრული დეითინგი სულ სხვა საფეხურზე აჰყავს. Hinge-სგან განსხვავებით, რომლის მოტოცაა "შექმნილია, რათა წაშალო", Nevermet-ს სჯერა, რომ მომავალში ადამიანებს მთელი ურთიერთობა ციფრულ სფეროში ექნებათ.
"ერთ დღეს ვირტუალური რეალობა იმდენად ინტერაქტიული იქნება, რომ უფრო და უფრო მეტი ურთიერთობა ჩამოყალლიბდება ონლაინ", — ამბობს მულენი.
მსგავსი სივრცეების სარგებელი ამ დროისთვის რაღაცნარიად გაუგებარია. ერთი მხრივ, როგორც NYT წერს, ეს სამოთხედ იქცევა იმ ადამიანთათვის, რომელთაც უსაფრთხოდ სურთ საკუთარი სექსუალური იდენტობების ძიება; მულენი აღნიშნავს, რომ ვირტუალური ფორმის მიღება ადამიანებს საშუალებას მისცემს, "საუკეთესო 'მე' შეიგრძნონ".
სხვები ამბობენ, რომ მსგავსი სივრცეები ყოველთვის მიმღებლური არ არის.
Nevermet-ის გარდა სხვა არაერთი მსგავსი აპია, მაგალითად, Flirtual, Second Life's Lonely Hearts Dating Agency და Single Town. ეს უკანასკნელი შექმნა Match Group-მა, კორპორაციამ, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გაცნობითი აპების — Match-ის, OkCupid-ის, Tinder-ისა and Hinge-ის — უკან დგას.
უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სასიყვარულო ცხოვრება მეტნაკლებად უკვეა ინტეგრირებული ციფრულ სამყაროში, იქნება ეს გაცნობითი აპების თუ სოციალური მედიის სახით. ზოგადი წარმოდგენით ციფრული გაცნობა რეალურ ცხოვრებაში შეხვედრით გრძელდება, თუმცა ეს არ არის ვირტუალური რეალობის სერვისების მიზანი — მათ ისიც არ იციან, სურთ ადამიანებს მსგავსი მიდგომა თუ არა.
კომენტარები