რა რისკებს შეიცავს Messenger-ში მიმოწერა — Facebook გამომძიებელთა მთავარ იარაღად იქცა
ნებრასკაში პოლიციამ დედა-შვილის სახლი გაჩხრიკა და 17 წლის გოგონა და დედამისი აბორტის ბრალდებით დააპატიმრა. პოლიციას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები, რომლებზე წვდომაც მას მხოლო ერთი გზით ექნებოდა — Meta-სთან თანამშრომლობით.
პირადი მიმოწერა დედასა და შვილს შორის აბორტის გაკეთების დღეებში იყო რამდენიმე მილიონიდან ერთ-ერთი რიგითი, რომელიც Facebook-ზე აწარმოეს, თუმცა ამ ოჯახისთვის ეს მიმოწერა დამანგრეველი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გოგონას პირად მონაცემებზე წვდომის უფლება მიიღო, მათ Facebook-ისგან მიღებული ინფორმაცია გამოიყენეს სახლის ჩხრეკის უფლების მოსაპოვებლადაც. მოპოვებულ მონაცემებში იყო ისეთი წინადადებები, როგორიცაა: "დღეს ვიწყებთ?" და "კი, 1 აბი აჩერებს ჰორმონებს... შენ 24 საათი უნდა დაელოდო, რომ მეორე მიიღო". და ბოლოში: "დაიმახსოვრე, ჩვენ ყველა მტკიცებულებას ვანადგურებთ".
ჩხრეკის უფლების მოპოვება მოითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებას, მიზეზს, რომ ჩხრეკის შემდეგ გამომძიებელი, ძალიან დიდი ალბათობით, მოიპოვებს სხვა მტკიცებულებებს. ამ შემთხვევაში ასეთი მიზეზი იყო გოგონას მიმოწერა Facebook-ზე. მოპოვებულმა მონაცემებმა პოლიციას უფლება მისცა არა მარტო გაეჩხრიკა მათი სახლი, არამედ გამოძიებისთვის აეღო ელექტრონული მოწყობილობები, წამლები და სხვა ნივთებიც. დღეს გოგონა და დედამისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი.
ამ შემთხვევაშიც, როგორც ყოველთვის, გამოძიების პირველი სამიზნე იყო Facebook. პლატფორმას მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი იყენებს და საკუთარ აზრებს, დამალულ ფიქრებს თუ გრძნობებს მეგობრებს, ახლობლებს უზიარებს. მართალია, მომხმარებლებმა იციან, რომ ყველაფერი, რასაც ისინი წერენ, ღიაა როგორც Meta-ს თანამშრომლებისთვის, ისე ძალოვანი სტრუქტურებისთვისაც, თუმცა Facebook-ის ბუტაფორიული "კონფიდენციალურობის" გამო, ზოგი მათგანი მაინც ენდობა კომპანიას. ამ დროისთივის მესენჯერის შეტყობინებების აბსოლუტური უმრავლესობა არაა დაშიფრული — შესაბამისად, არც ჩვენი მიმოწერაა კონფიდენციალური.
დობის საქმის შემდეგ [რომლითაც აშშ-ში აბორტი აიკრძალა] ცუკერბერგი დაპირდა თავის თანამშრომლებს, რომ ისინი დაშიფვრას გამოიყენებენ, რათა "ხალხი დაიცვან". რეალობა ისაა, რომ მსგავსი არაფერი ხდება.
ამჟამად Messenger-ს აქვს დაშიფვრა, თუმცა ის ირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომხმარებელი აირჩევს. ეს არაა მოსახერხებელი რამ, რადგან თუ გსურთ, თქვენი ყველა მიმოწერა იყოს კონფიდენციალური, ყველა ადამიანთან ცალკე უნდა ჩართოთ ეგ დაშიფვრა. მას შემდეგ, რაც თქვენ ამ "საიდუმლო მიმიწერის" ფუნქციას დაამატებთ, Facebook თითოეული კონფიდენციალური მიმოწერის პარალელურად შექმნის არაკონფიდენციალურსაც. შედეგად მესენჯერში ძალიან ბევრი მიმოწერის უჯრა გექნებათ, რაც ძალიან არევს და გაართულებს თქვენს კომუნიკაციებს.
ამას გარდა, თუ თქვენ ახლა დაშიფრავთ მიმოწერას, ის მხოლოდ ამ ფუნქციის ჩართვის მომენტიდან დაიცავს თქვენს მიმოწერებს. ყველაფერი ის, რაც მანამდე გქონდათ, არ იქნება კონფიდენციალური.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს კომპანია სრულებითაც არაა დაინტერესებული საკუთარი მომხმარებლების კონფიდენციალურობით.
ცუკერბერგის კომპანია თითქოს აბორტის აკრძალვის კანონის აღსრულების მექანიზმად იქცა. მიმოწერის დაშიფვრას ოპონენტებიც ჰყავს — არაკომერციული ორგანიზაცია Thorn თვლის, რომ პირადი მიმოწერის დაცვა ბავშვებს უქმნის საფრთხეს. მათი აზრით, ინტერნეტის კონფიდენციალურობა საჯარო უსაფრთხოებისთვისაა მავნე. Roe-ეს საქმის (აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილება მიღებული უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს უფლება აქვს შეწყვიტოს ორსულობა იქამდე, სანამ ნაყოფი სიცოცხლისუნარიანი (viable) გახდება) შემდგომ ამერიკაში თუ ადრე პოლიცია თვალთვალისა და დაზრვერვის მიზნით პირად მონაცემებს ბოროტად იყენებდა ბავშვების დაცვის სახელით, ახალ ეს არდაბადებული ბავშვების დაცვით ნაცვლდება.
Meta-ს მსგავსი კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარი მომხმარებლების დიდი ოდენობით პირადი მონაცემების შენახვით მათ კონფიდენციალურობას უქმნიან საფრთხეს, გამოსავალი ერთია: დაშიფვრა ან წაშლა. Meta, როგორც ბევრი სხვა ტექ გიგანტი, აგრძელებს იმის თქმას, რომ იცავენ ჩვენს მონაცემებს. საკითხავი ისაა, ჩვენ მათ სიტყვებსს უნდა დავუჯეროთ თუ ქმედებას.
კომენტარები