აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც იმუნოთერაპიას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის
თელ-ავივისა და ლისაბონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასინთეზირეს და გამოავლინეს მცირე მოლეკულა, რომელიც ბევრად იაფი ჯდება და ეფექტური ალტერნატივაა ანტისხეულებისთვის, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის კიბოს მკურნალობა.
მკვლევრებმა გამოაქვეყნეს თავიანთი დასკვნები ჟურნალ ImmunoTherapy of Cancer-ში.
"2018 წელს ნობელის პრემია მედიცინაში მიენიჭათ ჯეიმს ალისონს და ტასუკუ ჰონჯოს იმუნოთერაპიის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის. ეს მოიცავდა კიბოს მკურნალობას იმუნური სისტემის გააქტიურების გზით. ჰონჯომ აღმოაჩინა, რომ იმუნური უჯრედები, სახელწოდებით T უჯრედები, გამოყოფს ცილა PD-1-ს. რეალურად, PD-1-სა და PD-L1-ს შორის ურთიერთქმედება კიბოს უჯრედებს საშუალებას აძლევს გამოთიშონ T უჯრედები, რაც ხელს უშლის მათ კიბოს უჯრედებზე თავდასხმაში. ჰონჯომ შეიმუშავა ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებს PD-1-სა და PD-L1-ს, რითაც ათავისუფლებს T უჯრედებს კიბოსთან ეფექტურად საბრძოლველად", — ამბობს პროფესორი საჩი ფაინარო.
უფრო პატარა, მაგრამ გონიერი ალტერნატივა
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ გაკეთებული აღმოჩენა დიდად პერსპექტიულია კიბოსთან ბრძოლაში, გასათვალისწინებელია გარკვეული ფაქტორები. პირველ რიგში, ანტისხეულების წარმოება ძვირია; ამიტომ მასზე ყველა პაციენტს ხელი არ მიუწვდება. მეორეს მხრივ, ანტისხეულები ძალიან დიდია მყარ სიმსივნეში შესაღწევად. ამიტომ, მკურნალობა რთულდება.
თუმცა, მკვლევრებმა გააერთიანეს ბიოინფორმაციული და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები, რათა შეექმნათ უფრო პატარა, მაგრამ უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა.
"დოქტორმა რიტა აკურციომ ათასობით მოლეკულური სტრუქტურა შეისწავლა. კომპიუტერის დახმარებით წამლების დიზაინის (CADD) მოდელებისა და მონაცემთა ბაზების გამოყენებით, ჩვენ შევამცირეთ კანდიდატების სია, სანამ არ მივაღწიეთ საუკეთესო სტრუქტურას", — ამბობს პროფესორი საჩი ფაინარო.
"მეორე ეტაპზე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მცირე მოლეკულა აკონტროლებს სიმსივნის ზრდას ისევე ეფექტურად, როგორც ანტისხეულები. ის აფერხებს PD-L1-ს ცხოველებში, რომლებიც შექმნილია ადამიანის T უჯრედებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შევიმუშავეთ მოლეკულა, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს PD-1/PD-L1. ამით ის ახსენებს იმუნურ სისტემას, რომ მან კიბოს უნდა შეუტიოს", — ამბობენ მკვლევრები.
გარდა ამისა, მოლეკულას აქვს სხვა უპირატესობებიც. უპირველეს ყოვლისა, ღირებულება. ვინაიდან ანტისხეული არის ბიოლოგიური და არა სინთეზური მოლეკულა, მას სჭირდება კომპლექსური ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი ფინანსები წარმოებისთვის. ეს წელიწადში დაახლოებით 200 000 დოლარია თითო პაციენტზე. და რაც მთავარია, ახლად აღმოჩენილი მოლეკულის მიღება აბის სახით სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი!
კომენტარები