დაჰიპნოზებაზეც კი ვფიქრობდი, ბეჭდების მბრძანებელი რომ დამევიწყებინა — პიტერ ჯექსონი
სანამ ბეჭდების მბრძანებლის ძვირადღირებული სერიალი გამოვა, ალბათ ბევრმა ჩვენგანმა გადაწყვიტა საკულტო ფილმების გადამეორება. თუმცა, ამ უკვე კლასიკად ქცეული ბლოკბასტერების შემქმნელს, როგორც ჩანს, სულ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს თავის ნამუშევართან. პიტერ ჯექსონის თქმით, იყო დრო, როცა ბეჭდების მბრძანებელთან დაკავშირებული ყველაფრის დავიწყება სცადა.
ოსკაროსანმა ახალზელანდიელმა რეჟისორმა ერთ-ერთ პოდკასტში აღნიშნა, რომ ჰიპნოთერაპიაზეც კი "სერიოზულად ფიქრობდა", რათა თავისი ნამუშევარი დაევიწყებინა. მიზეზი მარტივია — ჯექსონს სურდა, ფილმები რიგითი მაყურებლის თვალით ენახა და ამით დასპოილერების გარეშე ესიამოვნა.
"როცა ბეჭდების მბრძანებლის ფილმებს ვიღებდით, ვფიქრობდი, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვიყავი, რადგან მათ ისე არ ვნახავდი, როგორც ახალ კინოსურათს", — ამბობს ჯექსონი, — "გულდასაწყვეტი იყო, რომ მათ ყველა დანარჩენის მსგავსად ვერ ვუყურებდი. სერიოზულად ვფიქრობდი, ჰიპნოთერაპია გამევლო და ასე მეცადა ფილმებისა და ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში გაწეული შრომის დავიწყება, რათა, უბრალოდ, დავმჯდარიყავი და ყურებით მესიამოვნა. განზრახვა ბოლომდე არ მიმიყვანია, მაგრამ ბრიტანელ მენტალისტს ველაპარაკე, რომლის აზრით, ამას შეძლებდა".
მენტალისტის შემართების მიუხედავად, საეჭვოა, ჯექსონს ფილმები დავიწყებოდა. ბოლოს და ბოლოს, წლების განმავლობაში ტრილოგიის ყველაზე მცირე დეტალებსაც კი რუდუნებით ქმნიდა.
თუმცა, რეჟისორი მოხარულია, რომ ამჯერად ჰიპნოთერაპია არ დასჭირდება და ისე შეძლებს ტოლკინის ლეგენდარიუმის მიხედვით გადაღებული სერიალის ყურებას. ჯექსონის თქმით, სერიალის გამოსვლა სწორედ ამიტომ უხარია — შუახმელეთის ამ ამბებს პირველად ნახავს. სხვათა შორის, ამაზონმა მას პროექტში მონაწილეობა და სცენარის გაგზავნაც კი შესთავაზა, მაგრამ ეს არ მომხდარა.
ჯექსონის გადაღებული ტრილოგია კი დღემდე რჩება ტოლკინის შექმნილი სამყაროს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ადაპტაციად. ტრილოგიამ ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა და 17 ოსკარი დაიმსახურა.
რაც შეეხება სერიალს — ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები — რომელიც სიუჟეტურად წინ უსწრებს ტრილოგიის მოვლენებს, 2 სექტემბერს გამოვა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები